ვლადიმერ ხინჩეგაშვილი კვლავაც მსოფლიო რეიტინგის ლიდერია

AutoSharing Option
მსოფლიოს გაერთიანებული ჭიდაობის ფედერაციამ (UWW), თავისუფალ ჭიდაობაში იანვარში ჩატარებული საერთაშორისო ტურნირების მიხედვით, რეიტინგ-ლისტი განაახლა. საქართველოს 8 წონით კატეგორიაში პირველ ადგილზე ერთადერთი მოჭიდავე ჰყავს - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (57 კგ).

მსოფლიოს ჩემპიონი და საქართველოს 2015 წლის საუკეთესო სპორტსმენი თავის წონით კატეგორიაში კვლავაც მსოფლიო რეიტინგის ლიდერია.

ხინჩეგაშვილის გარდა, რეიტინგში კიდევ 8 ქართველი შევიდა. გენო პეტრიაშვილი (125) და სანდრო ამინაშვილი (86) - მესამე პოზიციაზე არიან, ელიზბარ ოდიკაძე (97) - მეოთხეა, ჯუმბერ ყველაშვილი (86) - მე-8, ბექა ლომთაძე (61) - მე-10, დავით ტლაშაძე (70) -
მე-11, ავთანდილ კენჭაძე (65) - მე-14, ხოლო დავით მოძმანაშვილი (125) - მე-17.

msy.gov.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული