თუმცა ეს ჯერ კიდევ არაა ყველაფერი, რადგან შემოწმება ისევ გრძელდება და, სამწუხაროდ, არაა გამორიცხული, ეს სია კვლავაც დაგრძელდეს.
საერთაშორისო ანტისადოპინგო სააგენტოს წესებიდან გამომდინარე, ჯერჯერობით არ ვასახელებთ ამ სპორტსმენთა ვინაობას. მით უფრო, ჯერ მათაც არ ჩაჰბარებიათ ანალიზის პასუხები, რასაც საქართველოს ანტისადოპინგო სააგენტო დღეს გააკეთებს, რის შემდეგაც ათლეტებს გასაჩივრების საშუალება ექნებათ.
თუმცა გეტყვით, რომ ბრალდებულთა შორის უმეტესობა "თავისუფალთა" ნაკრების
გეტყვით იმასაც, რომ რამდენიმე მათგანი ახლა "თავისუფალთა" ნაკრების შემადგენლობაში მინსკშია შეკრებაზე, სადაც მომავალ უქმეებზე ალექსანდრ მედვედის სახელობის თასზე უნდა გამოსულიყვნენ...
ბრალდებულთა უმეტესობა საქართველოს წლევანდელი ჩემპიონატის გამარჯვებულია, თუმცა არიან პრიზიორებიც, ერთ-ერთ წონაში კი ფინალისტთა წყვილზეა ლაპარაკი... ეს ტესტებიც იანვარში, საქართველოს წლევანდელ პირველობაზეა აღებული. დამტკიცების შემთხვევაში, მათ ჩამოერთმევათ ამ ტურნირზე მოპოვებული მედლები, შეუჩერდებათ ხელფასი და აეკრძალებათ ტურნირებში გამოსვლა, ნაკრებთან ვარჯიში და შეკრებაზე წასვლაც კი.
ცხადია, მიეცემათ დისკვალიფიკაცია, ოღონდ მის ვადას საერთაშორისო ფედერაცია განსაზღვრავს. საბედნიეროდ, ჯერჯერობით დასახელებულთა შორის არაა არც ერთი ლიცენზირებული ფალავანი.
როგორც გითხარით, შემოწმება ჯერ კიდევ არაა დასრულებული - მხოლოდ 28 კაცის ანალიზის პასუხია ცნობილი და არსებობს ამ სიის გაზრდის საშიშროება. თუმცა არც ისაა გამორიცხული, ვინმემ თავიც გაიმართლოს.
მცირე იმედს ის გარემოება გვიძლიერებს, რომ, ჩვენი ინფორმაციით, უმეტეს შემთხვევაში ლაპარაკია ერთსა და იმავე პრეპარატზე. ახლა გასარკვევია, რამე სისტემურ შეცდომაზეა ლაპარაკი თუ ის ნივთიერება მართლაც ასე მოდური იყო ჩვენს ნაკრებში.
ასევე ჩვენი ინფორმაციით, რამდენიმემ აღიარა წამლის მიღება, ზოგი კი კატეგორიულად უარყოფს ამას.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"