"ბეჭის ტრავმა მაქვს. ევროპის ჩემპიონატისთვის ვემზადები და დავბრუნდი მაგის გამო. რა დოპინგი - ვჭიდაობ და ვვარჯიშობ ჩემთვის. დოპინგი არა, ის", - განაცხადა საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა ბექა ლომთაძემ.
დოპინგ-სკანდალში გახვეულ მოჭიდავეთა უმეტესობა თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრია, მაგრამ არიან ბერძნულ-რომაულიდანაც. საერთაშორისო წესების თანხმად, ფაქტის დამტკიცებამდე მათი ვინაობა არ საჯაროვდება. საუბარი 6 მოჭიდავეზეა.
მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მიხედვით