ჭიდაობა. ევროპის ჩემპიონატი: დავით მარსაგიშვილის მორიგი შანსი

AutoSharing Option
დღეს, 8 მარტს, რიგაში მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატი იწყება, რომელშიც თავიდან თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ჩაებმებიან - ქალებიც და ვაჟებიც.

მათ ოთხი დღე ეთმობათ და ყოველდღე 2-2 წონაში იასპარეზებენ. რადგან ქალებში მონაწილე არ გვყავს, ყურადღებას მხოლოდ ვაჟებზე გავამახვილებთ.

დღეს ვაჟთაგან 57 და 86 კილოგრამის ფალავნები იასპარეზებენ. გასაგებ მიზეზთა გამო ჩვენი ყურადღება ზედა წონისკენ იქნება მიპყრობილი, რადგან იქ ევროპის ორგზის ჩემპიონი, მსოფლიოსა და ოლიმპიური პრიზიორი დავით მარსაგიშვილი იჭიდავებს, რომელიც ხანგრძლივი შესვენების შემდეგ ისევ დაუბრუნდა ნაკრებს.

ის პირველ წრეში ისვენებს, პირველ შეხვედრას კი რუმინელ
სტეფან ჯორჯიტასთან გამართავს, წარმატების შემთხვევაში კი აზერბაიჯანელ კირილ გოსტიევსა და პოლონელ მათეუშ ბარანოვსკის შორის მოგებულს შეხვდება.

ევროპირველობის დებიუტანტი ოთარ გოგავა (57) ჩემპიონატში პირველივე წრიდან ჩაებმება, თანაც, ბელორუსთა დაღესტნელ ასადულა ლაჩინოვს შეხვდება, რომელიც უტიტულო კია, მაგრამ იოლ მეტოქესაც ვერაფრით დავარქმევთ. თითქოს ეს არ ეყოფოდა, აქვე არიან თურქი სულეიმან ატლი და რუსი ჰაჯიმურად რაშიდოვი. ასევე - ესპანეთის სახელით მოჭიდავე ლევან მეტრეველი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული