11 მარტს, საქართველოს თავისუფალის სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ერთბაშად ორი წევრი, დავით ტლაშაძე (70) და გენო პეტრიაშვილი (125) რიგაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ფინალში იჭიდავებენ.
ტლაშაძე პოლონეთის სახელით მოასპარეზე მაგომედმურად გაჯიევს დაუპირისპირდება, პეტრიაშვილს კი მეტოქედ ასევე პოლონეთის წარმომადგენელი რობერტ ბარანი ჰყავს.
ევროპის ჩემპიონატზე ფინალური ბლოკი თბილისის დროით 21:00 სთ-ზე დაიწყება და მისთვის თვალის მიდევნება გულშემატკივარს ამ ბმულზე შეუძლია.
ტლაშაძემ ფინალამდე რუმინელი ადრიან მოისე (8-4) და ბულგარელი ნიკოლაი კურტიევი (3-1) დაამარცხა, სტარტზე კი ფინელი მეტოქე არ გამოუცხადდა.
აღსანიშნავი პეტრიაშვილის ასპარეზობაა, რომელმაც პირველივე წრეში თურქთა მსოფლიოს ორგზის და ევროპის ოთხგზის ჩემპიონ ტაჰა აკგულს დაძაბულ შეხვედრაში სძლია (8-8).
1/4-ფინალში გენომ უნგრელი დანიელ ლიგეტი დაჯაბნა (14-4).
ხოლო ნახევარფინალში გზიდან უკრაინელთა ოსი ფალავანი, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ალენ ზასეევი ჩამოიშორა - 9-6.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ერთი ოქროს და სამი ბრინჯაოს მედალია. კონტინენტის ჩემპიონობა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (61) იზეიმა, ბრინჯაოსპრიზიორები კი იაკობ მაქარაშვილი (74), დავით მარსაგიშვილი (86) და ელიზბარ ოდიკაძე (97) გახდნენ.
ასევე იხილეთ:
ოქროლადო - ხინჩეგაშვილი ევროპის ჩემპიონია! [VIDEO]
16:11 11-03-2016
ტლაშაძე და პეტრიაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდნენ! [VIDEO]
AutoSharing Option
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული
მიკვირს. მაინტერესებს ხალხო თქვენი აზრი.