![](https://sportall.ge/pictures/image31/c1bfd710e5b3d070723d4197b22cff5b.jpg)
11 მარტს კონტინენტის ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი (125) გახდა, ვიცე-ჩემპიონი კი - დავით ტლაშაძე (70).
გადამწყვეტ შეხვედრაში გენო პეტრიაშვილმა პოლონელ რობერტ ბარანს სძლია - 11:0, ტლაშაძემ კი ფინალი ასევე პოლონეთის სახელით მოასპარეზე მაგომედმურად გაჯიევთან დათმო - 0-7.
აღსანიშნავია, რომ პეტრიაშვილმა პირველივე წრეში თურქთა მსოფლიოს ორგზის და ევროპის ოთხგზის ჩემპიონ ტაჰა აკგულს დაძაბულ შეხვედრაში სძლია (8-8).
1/4-ფინალში კი გენომ უნგრელი დანიელ ლიგეტი დაჯაბნა (14-4).
ხოლო ნახევარფინალში გზიდან უკრაინელთა ოსი ფალავანი, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ალენ ზასეევი ჩამოიშორა - 9-6.
ტლაშაძემ ფინალამდე რუმინელი ადრიან მოისე (8-4) და ბულგარელი ნიკოლაი კურტიევი (3-1) დაამარცხა, სტარტზე კი ფინელი მეტოქე არ გამოუცხადდა.
შეგახსენებთ, რომ ტურნირის წინა დღეებში კონტინენტის ჩემპიონობა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (61) იზეიმა, ბრინჯაოს პრიზიორები კი იაკობ მაქარაშვილი (74), დავით მარსაგიშვილი (86) და ელიზბარ ოდიკაძე (97) გახდნენ.
12 მარტიდან რიგაში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები დაიწყებენ ასპარეზობას.
ასევე იხილეთ:
ოქროლადო - ხინჩეგაშვილი ევროპის ჩემპიონია! [VIDEO]
წარმატებები ქართველებო
მდამ შემართებით და გამარჯვებით !!!
ოხ,
რუს-მონღოლები რომ მუდამ არ ცდილობდნენ
რენეგატი ,,ქართველი,, ,,მუშნი ზარანდიები,,-თ ქართული-ეროვნული სულისკვეთების,აღტკინების , შემართების,თვითრწმენის ყველა ხერხებითა და მეთოდებით ჩ ა ხ შ ო ბ ა ს...
დღეს ერთ -ერთი ღ ი რ ს ე უ ლ ი,სამართლებრივი და მით ძლიერი,როგორც ეკონომიკურად,სოციალურად,ისე ყველა სფეროსა და ყველა მიმართულებითღ ი რ ს ე უ ლ ი თანამედროვე ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო გვექნებოდა ...
ლ ი დ ე რ ი არა მარტო კავკასიის რეგიონში (!)