მწვრთნელები ამ დუეტს სწორედ უმჯობესის გამოსარკვევად აგზავნიან და, სავარაუდოდ, სწორედ იქ გადაწყდება რიო დე ჟანეიროში წამსვლელის ვინაობა.
თუმცა არც ისაა გამორიცხული,
ისე, საკითხავია, საბოლოო პასუხი თუ მაინც ამ გზით უნდა გაირკვეს, ხომ არ აჯობებდა, პირდაპირ საკონტროლო შეხვედრა დაენიშნათ და ფინანსური ხარჯი თავიდან აეცილებინათ?
თუმცა ტურნირს თავისი დანიშნულება აქვს, იქ უფრო კარგად გამოჩნდება ძლიერი თუ სუსტი მხარეები და მწვრთნელებიც ამიტომ წავიდნენ ამ ნაბიჯზე. მათთვის საუკეთესო ვარიანტი იქნება, ჩვენები ერთმანეთს თუ შეხვდებიან. ოღონდ, სასურველია, ეს რაც შეიძლება გვიან მოხდეს.
ქართული დუეტი მადრიდში შაბათს, 9 ივლისს იჭიდავებს.
თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარ მწვრთნელ რევაზ მინდორაშვილს ჯერ კიდევ არ დაუსახელებია ოლიმპიადაზე წასაყვანი შემადგენლობა, თუმცა შეგახსენებთ მათ ვინაობას, ვინც სხვა წონებში მოიპოვეს საგზურები:
ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი, ოლიმპიური ვერცხლისმედალოსანი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (57), ზურაბ იაკობაშვილი (65), ევროპის მესამეპრიზიორი იაკობ მაქარაშვილი (74), ევროპული თამაშების ვიცე-ჩემპიონი და ევროპის ბრინჯაოსმედალოსანი ელიზბარ ოდიკაძე (97) და ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს მესამეპრიზიორი გენო პეტრიაშვილი (125). ჩვენი ნაკრები ოლიმპიადაზე სრულად იქნება წარმოდგენილი.
ამასობაში თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ორი დღის წინ დაამთავრა ფიზიკური მომზადებისთვის განკუთვნილი შეკრება ბაკურიანში და ჯერჯერობით სპორტსმენები სახლებს დაუბრუნდნენ, 10 ივლისიდან კი მორიგ შეკრებას დაიწყებენ დუშეთში. ის 12 დღე გაგრძელდება და მასში მონაწილეობას სომხეთის ნაკრებიც მიიღებს თავისი ლიცენზიანტებით. მეზობლებს სულ ოთხი საგზური აქვთ და ამ კვარტეტიდანაც ერთი ქართველია - ლევან ბერიანიძე (125), ერთი კი საქართველოდან რუსეთში გადასული გიორგი კეტოევი (ქეთიშვილი), რომელიც ახლა სომხეთში გადავიდა და 97 კილოგრამში მოიპოვა ლიცენზია.
ჩამოსვლა სხვა გუნდებსაც სურდათ, მაგრამ ჩვენმა სამწვრთნელო შტაბმა ჩაკეტილ კარს მიღმა მომზადება არჩია, რათა ბიჭები ძალიანაც არ გადაიღალონ მძიმე ვარჯიშებით და უცხოელებიც ზედმეტად არ ჩაახედონ შიდა სამზარეულოში.
ბრაზილიაში წასვლამდე ნაკრები კიდევ ერთ ხანმოკლე შეკრებას გაივლის - 26 ივლისიდან 6 აგვისტომდე, ოღონდ ჯერ საბოლოოდ არ გადაწყვეტილა, მას დუშეთში ჩაატარებენ თუ ბორჯომში.
გუნდი რიო დე ჟანეიროში, ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე 8 აგვისტოს გაფრინდება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"