სანდრო ამინაშვილმა დავით მარსაგიშვილი დაამარცხა და რიოს ოლიმპიადაზე გაემგზავრება

AutoSharing Option
მადრიდში მიმდინარე ესპანეთის გრან-პრიზე ჭიდაობაში გაირკვა, ვინ იასპარეზებს რიო დე ჟანეიროს 2016 წლის ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებიდან 86 კგ-მდე წონით კატეგორიაში - ჩვენი ქვეყნის ღირსებას თამაშებზე სანდრო ამინაშვილი დაიცავს.

შეგახსენებთ, რომ საგზურის მფლობელის ვინაობა ევროპისა და მსოფლიოს მესამეპრიზიორ სანდრო ამინაშვილსა და ევროპის ორგზის ჩემპიონ, მსოფლიოსა და ოლიმპიურ ბრინჯაოსმედალოსან დავით მარსაგიშვილს შორის ურთიერთშეხვედრაში უნდა გამოვლენილიყო.

9 ივლისს, მადრიდში, ტურნირის პირველივე წრეში, ქართველი ფალავნების ორთაბრძოლა გაიმართა და გამარჯვება ამინაშვილს დარჩა - 6:0. საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის ფეისბუქის გვერდის
ცნობით, მწვრთნელების ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ამინაშვილი გრან-პრიზე აღარ გააგრძელებს ასპარეზობას.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარ მწვრთნელ რევაზ მინდორაშვილს ოფიციალურად ჯერ კიდევ არ დაუსახელებია ოლიმპიადაზე წასაყვანი შემადგენლობა, თუმცა შეგახსენებთ მათ ვინაობას, ვინც სხვა წონებში მანამდე მოიპოვეს საგზურები:

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (57), ზურაბ იაკობაშვილი (65), იაკობ მაქარაშვილი (74), ელიზბარ ოდიკაძე (97) და გენო პეტრიაშვილი (125).

ჩვენი ნაკრები ოლიმპიადაზე სრულად იქნება წარმოდგენილი. გუნდი რიო დე ჟანეიროში 8 აგვისტოს გაფრინდება.

გრან-პრიზე მოგვიანებით (ჩვენი დროთ 18:00 სთ-იდან) ჩაერთვება ასპარეზობაში საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილთ მოჭიდავეთა ნაკრები, რომლის ღირსებასაც მინდია წულუკიძე (75), გელა ბოლქვაძე (80) და ლაშა გობაძე (85) დაიცავენ.


მკითხველის კომენტარები / 10 /
თუ ურთიერთშეხვედრით უნდა გადაეწყვიტათ, ბარემ აქ ჩაეტარებინათ ესპანეთში რაღას მიდიოდნენ კიმარა? გაიგულავეთ თუ რა ქენით ბრატცი?
დათო
15:09 09-07-2016
0
რო მოიგო აღარ გააგრძელებინესო)))) ეფექტურად ხარჯავენ ჩვენ ფულს... ვინმე მოიკითხავს ეხა რატო წავიდა ეს ორი მოჭიდავე და კიდე საწრთნელი შტაბი თავისი ექიმებით ესპანეთში? რათქმაუნდა არა
საღოლ
16:17 09-07-2016
0

სიახლეები პოპულარული