სასიამოვნოა, როცა მხარს გიჭერენ - ლადო ხინჩეგაშვილი ვლადიკავკაზში მიიწვიეს

AutoSharing Option
თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ოლიმპიური ჩემპიონი ლადო ხინჩეგაშვილი ჩრდილოეთ ოსეთის დედაქალაქ ვლადიკავკაზში მახარბეკ ხადარცევის მიწვევით ჩავიდა, რომელიც ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია.

საიტ vladikavkaz.monavista.ru-ს ცნობით, ხინჩეგაშვილი უკვე ორი დღეა ვლადიკავკაზშია და ქალაქის მონახულებაც მოასწრო.

როგორც საიტი წერს, ხინჩეგაშვილი დიდი ხანი ოცნებობდა ვლადიკავკაზის მონახულებაზე, სადაც არაერთი ოლიმპიური ჩემპიონი ცხოვრობს. ის ამ ქალაქში მეგობარ ძიუდოისტთან, ანატოლი ავაზნელთან ერთად ჩავიდა.

ხინჩეგაშვილის თქმით, ხადარცევისგან მოწვევის მიღება მისთვის ძალიან სასიამოვნო იყო.

"სასიამოვნოა, როცა მხარს გიჭერენ და როგორც შინაურს, ისე გგულშემატკივრობენ, შენდამი სითბოს იჩენენ, შენი გაცნობა სურთ", - განაცხადა
ხინჩეგაშვილმა.

ხადარცევი ხინჩეგაშვილმა ერთ-ერთ ქორწილში გაიცნო და სწორედ მაშინ მიიღო ვლადიკავკაზში ჩასვლის მოწვევაც. ქალაქი ლადოს ძალიან მოეწონა.

"საღამოს პარკში გავისეირნე - მომწონს აქაურობა. ყველაფერი სუფთა და ლამაზია. თავს, როგორც საკუთარ სამშობლოში, ისე ვგრძნობ", - თქვა ლადომ.

ხინჩეგაშვილს ცოლის მოყვანაზეც ჰკითხეს: "რთულია, წინასწარ რაიმე დაგეგმო. ამიტომ ამ კითხვაზე ზუსტ პასუხს ვერ გაგცემთ. ცოლად ოსის მოყვანას არ გამოვრიცხავ.

როცა სხვადასხვა ქვეყანაში ჩავდივარ, სპორტსმენები ერთმანეთს კარგად ვეპყრობით. ცუდი მხარეები, რომლებიც პოლიტიკაშია, ჩვენში ქრება. სპორტი ყოველთვის პოლიტიკურ ინტრიგაზე მაღლა დგას", - ციტირებს წყარო ხინჩეგაშვილს.
მკითხველის კომენტარები / 9 /
რა კომენტარებია, სულ არ უფიქრდებით, ისე წერთ?. რა გადაბირება. კაცმა ამდენჯერ ასახელა საქართველო, ქარტულ დროშას აფრიალებს, იძახის-გორი ყველაზე მეტად მიყვარს და საქართველო ჩემი სამშობლოაო და რა ეჭვებში ხართ. შეიძლება, რომ ასეთი უნდობელი იყოს ადამიანი? თუ მართლა ჰყავს შორეული ნათესავები, დიდი ამბავი, თუ წავიდა და ინახულა. მისი საქმეა ეგ და არა თქვენი.
ენლილ
28 ოქტომბერი 2016 17:55
0
სპორტალ.GE ხომ ყველაფერს არასწორედ თარგმნის! ლადო ვლადიკავკაზის მერს ოლიმპიურ ჩემპიონ ხადარცევს შეხვდა სადღაც ქორწილში გამოელაპარაკნენ ერთმანეთს და ლადომ უთხრა ძალიან მინდა ვლადიკავკაზის ნახვაო ხოდა ხადარცევმაც დაპატიჟა ვლადიკავკაზში შენი ნახვა ყველას გაუხარდება და შენს ნათესავებს თუ მოგვარეებსაც გაგაცნობო... ჩავიდა ლადო მეგობართან ერთად, ძალიან თბილად დახვდნენ ქუჩაში იქნებოდა ეს რესტორანში თუ ჭიდაობის დარბაზში და ამის მერე სპორტსმენ კაცს პოლიტიკაზე უნდა დაეწყო ლაპარაკი თუ რას იძახით აქ ზოგიერთები?!
zaza
28 ოქტომბერი 2016 16:50
0
ჯონი
28 ოქტომბერი 2016 16:17
0
ვფიქრობ პოლიტიკა ახლოსაც არ უნდა იყოს სპორტთან, ძალიან კარგია რომ ჩავიდა ვლადიკავკაზში, იქ ბევრი ქართველი ცხოვრობს და მე როგორც გავიგე ძალიან კარგად გრძნობენ თავს, რაც შეეხება გადაბირებას, ლადო არ არი ის კაცი რომ გადააბირებინოს თავი ვინმეს, ჩვენს სპორტსმენებს გაუმარჯოს ლადოსთან ერთად.
ხვიჩა
28 ოქტომბერი 2016 14:59
0
ეს კაცი რა გზააბნეული დადის, ჯერ მიშასთან ჩავიდა ოდესაში და ეხლა კიდევ - ვლადიკავკაზში. გაგეშვათ სადმე კუნძულებზე დასასვენებლად, რომ ძალები აღედგინა და დროზე ვარჯიში დაეწყო ახალი სეზონისთვის მოსამზადებლად. :D
Aleqsandre
28 ოქტომბერი 2016 14:24
0
გადაბირების სუნი მცემს!!!!!
vaskulat
28 ოქტომბერი 2016 11:07
0
ეს ქართველი სპორტსმენი წარმოშობით ოსია და ჩავიდა ოსურ ქალაქში. ამიტომ ნუ გავკიცხავთ იმაზე, რომ ოსებსაც თავისიანად მიიჩნევს. ეს ასეც უნდა იყოს და არ უნდა მოიქცეს აკაკი წერეთლის "ღამურასავით". მან, როგორც ამ ქვეყნის შვილმა, საქართველო არაერთგზის ასახელა. ის კი არა, ჩვენც უნდა ჩავდიოდეთ ვლადიკავკაზში და იქიდანაც უნდა ჩამოდიოდნენ ჩვენთან, რადგან აუცილებელია ქართულ და ოს საზოგადოებას, ისევე, როგორც ქართულ და ჩრდილო კავკასიელ ხალხებს შორის ისტორიული კონტაქტების აღდგენა. svani-ს კომენტარს გამოვეხმაურები და ხინჩაგაშვილს არ ესაჭიროება დამატებითი სტიმულაცია გამარჯვებისათვის, - მან ყველაფერს მიაღწია.
ძია
28 ოქტომბერი 2016 10:44
0
მეგობრობის წინააღმდეგი აბა ვინაა მაგრამ ვშიშობ, ყველაფერ ამას გადაბირების სუნი ასდის. მოხიბლავენ იქაური პირობებით და მერე დაითანხმებენ რუსეთის სახელით გამოსვლაზე
echviani
28 ოქტომბერი 2016 10:07
0
ეგ იმ მორაგბეებს უთხარი რუსეთთან თამაშის მერე პლაკატებით რომ "დარბოდნენ" და დროშებს რომ აფრიალებდნენ ჯერ სოჭში და მერე თბილისში!!))) არასდროს არასდროს არ გაქრება და გულში უნდა გქონდეს პოლიტიკური "შეხედულება"!! ეს უფრო მეტ ძალას გმატებს!))
svani
27 ოქტომბერი 2016 18:39
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული