საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა "ევროპის ერთა თასი" მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ეროვნულმა ნაკრებმა რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე "ევროპის ერთა თასზე" ფინალში მოქმედი ჩემპიონი რუსეთის ნაკრები დამაჯერებლად დაამარცხა - 6-2 და ისტორიაში პირველად ევროპის ერთა თასი მოიპოვა.

გადამწყვეტ დაპირისპირებაში გამარჯვებები ოთარ გოგავამ (57), ზურაბ იაკობაშვილმა (65), დავით ტლაშაძემ (70), ზურაბ ერბოწონაშვილმა (74), ელიზბარ ოდიკაძემ (97) და გენო პეტრიაშვილმა (125) მოიპოვეს. რუსებთან მხოლოდ ბექა ლომთაძე (61) და სანდრო ამინაშვილი (86) დამარცხდნენ დაძაბულ ორთაბრძოლაში.

ევროპის ერთა თასი 2016 ბუქარესტი 18 ნოემბერი
ფინალი საქართველო
- რუსეთი 6-2

57 - ოთარ გოგავა - რასულ მეშეზოვი 4-1
61 - ბექა ლომთაძე - ახმედ ჩაკაევი 4-6
65 - ზურაბ იაკობიშვილი - მურად ნუხკადიევი 10-0 (სუფთა)
70 - დავით ტლაშაძე - ილდუს გინიატულინი 11-4
74 - ზურაბ ერბოწონაშვილი - ხუსეინ სიუნჩევი 11-4
86 - სანდრო ამინაშვილი - შამილ აბდურახმანოვი 1-3
97 - ელიზბარ ოდიკაძე - ევგენი კოლომიეცი 6-0
125 - გენო პეტრიაშვილი - ბეკხან დუკაევი 10-0 (სუფთა)

ჯგუფურ ეტაპზე ჩვენმა ნაკრებმა ორივე შეხვედრაში იმარჯვა - უკრაინას 5-3 ხოლო მასპინძელ რუმინეთს მშრალი ანგარიშით 8-0 მოუგო.

19 ნოემბერს ბუქარესტში საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები იასპარეზებს.

ასევე იხილეთ:
ბ/რ ჭიდაობა. რუმინეთის ტურნირის წინ: დიდი ციკლის დასაწყისი
მკითხველის კომენტარები / 2 /
გილოცავთ.
gabrieli
14:35 19-11-2016
0
გილოცავთ!!!...გენაცვალეეთ ბიჭებო!!...
არტაგი
17:09 19-11-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული