ლადო ხინჩეგაშვილმა ვეღარ მოითმინა და ირანელს სახეში გაარტყა [VIDEO]

AutoSharing Option
ხარკოვში გამართულ მსოფლიოს საკლუბო თასის ფინალში ოლიმპიურ ჩემპიონ ვლადიმერ ხინჩეგაშვილსა და ირანელ მასუდ ესმაელპურს შორის ინციდენტი მოხდა.

61 კგ წონითი კატეგორიის შეხვედრაში ირანელმა რამდენჯერმე აშკარად განზრახ მოარტყა ხელი სახეში ხინჩეგაშვილს. საბოლოოდ ლადომ თავი ვეღარ შეიკავა და მეტოქეს ხელი დაარტყა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

საბოლოოდ ორივე სპორტსმენი ტურნირიდან მოიხსნა, ხოლო ხინჩეგაშვილის გუნდმა, ამერიკულმა "ტიტან მერკურიმ" ფინალი ანგარიშით 3:2 მოიგო.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონატში მონაწილეობდა ქართული კლუბი "ჩემპიონიც", რომელმაც მე-5 ადგილი დაიკავა.

- მსოფლიოს საკლუბო თასზე "ჩემპიონმა" მეხუთე ადგილი დაიკავა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული