ქართველთა დუეტი ფიგურულ სრიალში ევროპის ჩემპიონატის ფინალშია

AutoSharing Option
ხორვატიის დედაქალაქი ზაგრები ფიგურულ სრიალში ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს.

საქართველოს სახელით მოასპარეზე დუეტმა, ოთარ ჯაფარიძისა და ანგელინა ტელეგინას შემადგენლობით, 23 იანვარს მოკლე პროგრამაში იასპარეზა და 44.94 ქულით მე-18 ადგილი დაიკავა.

ამ შედეგის წყალობით ქართველთა წყვილმა ფინალში გამოსვლის უფლება მოიპოვა. ოთარ ჯაფარიძე და ანგელინა ტელეგინა თავისუფალი პროგრამით 25 იანვარს გამოვლენ.

ზაგრებშივე იასპარეზებს ელენე გედევანიშვილი. ევროპის შარშანდელი ჩემპიონატის ბრინჯაოსპრიზიორი 25 იანვარს, დილით, მოკლე პროგრამით გამოვა და ფინალში გასვლას ეცდება.

გოგონათა შორის ევროპის ჩემპიონი 26 იანვარს, საღამოს, თავისუფალი პროგრამის შემდეგ გამოვლინდება.

msy.gov.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული