ელენე გედევანიშვილმა ევროპის ჩემპიონატზე მე-14 ადგილი დაიკავა [VIDEO]

AutoSharing Option
ქართველმა მოციგურავემ ელენე გედევანიშვილმა ზაგრებში, ევროპის ჩემიპონატზე ფიგურულ სრიალში მე-14 ადგილი დაიკავა.

მოკლე პროგრამის მერე 23 წლის ქართველი მოციგურავე მე-16 ადგილს იკავებდა, თუმცა თავისუფალ პროგრამაში მან უკეთ ისრიალა და 142 ქულით მე-14 ადგილზე გავიდა.

ევროპის ჩემპიონი 194 ქულით უკვე მეხუთედ იტალიელი კაროლინა კოსტნერი გახდა, მეორე ადგილი 193 ქულით რუს ადელინა სოტნიკოვას ერგო, ხოლო მესამეზე 188 ქულით ასევე რუსი ელიზავეტა ტუკტამიშევა გავიდა.

VideoSportall.Ge
ელენე გედევანიშვილმა ევროპის ჩემპიონატზე მე-14 ადგილი დაიკავა

ასევე იხილეთ:
ელენე გედევანიშვილი ევროპის ჩემპიონატზე ჯერჯერობით მე-16 ადგილზეა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
მეექვსე ადგილზე რუსეთის წარმომადგენელი ნიკოლ გოსვიანი გავიდა.შემთხვევით გასვიანი ხომ არ არის.
ჯ.ჩ.
19:17 27-01-2013
0

სიახლეები პოპულარული