ჰონორარი შეხვდება მე-5 ადგილის ჩათვლით ყველა მოციგურავეს, ხოლო ქულები - პირველ რვას. როდესაც გრან პრის ყველა ეტაპი დასრულდება, სერიის ექვსი საუკეთესო მოციგურავე გრან პრის ფინალის საგზურს მიიღებს, რომელიც 9-12 დეკემბერს პეკინში გაიმართება (საპრიზო ფონდი 272 ათასი
ტოკიოში უპირობო ფავორიტად მსოფლიოს ჩემპიონ მაო ასადას მიიჩნევენ, რომლის მთავარი კონკურენტები იქნებიან იტალიელი კაროლინა კოსტნერი და მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული იაპონელი კანაკო მურაკამი. სხვა ფავორიტთა შორის არიან ამერიკელი კაროლინ ჟანგი, ფინელი კიირა კორპი და ჩვენი თანამემამულე. აქვე ქალთა შეჯიბრების სხვა მონაწილეებსაც ჩამოვთვლით: დიან სმიეტი (კანადა), ლენა მაროკო (საფრანგეთი), ჯენა მაკკორკელი (დიდი ბრიტანეთი), ვიქტორია ჰელგესონი (შვედეთი), რეიჩელ ფლეტი (აშშ) და ეშლი ვაგნერი (აშშ).
ახლა 20 წლის ქართველი მოციგურავის პროგრამაზეც ვთქვათ: ის ახალია, ელენემ და მისმა მწვრთნელმა და ქორეოგრაფმა რობინ ვაგნერმა 2010-11 წლების სეზონის მოკლე პროგრამისთვის კინოფილმ "ჩიკაგოს" საუნდტრეკი შეარჩიეს ("გისოსების ტანგო"). თავისუფალ პროგრამას ელენე ენდრიუ ლოიდ ვებერის მუსიკის ჰანგებზე შეასრულებს მიუზიკლ "ოპერის მოჩვენებიდან". შეგახსენებთ, რომ ჩვენებურის საუკეთესო შედეგი ორი პროგრამის ჯამში 164,54 ქულაა, ეს შედეგი მან იანვარში ევროპის ჩემპიონატზე აჩვენა და საქართველოს ისტორიული მედალი მოუპოვა.
ელენე გედევანიშვილი მოციგურავეთა მსოფლიო რეიტინგში მე-12 პოზიციაზეა 1906 ქულით. იმათგან, ვინც NHK ტროფიზე გამოდის, ყველაზე მაღალი რეიტინგი მაო ასადას აქვს - 3275 (მესამე ადგილი). ათეულში კიდევ სამი მათგანია: კაროლინა კოსტნერი (მე-7), კიირა კორპი (მე-9) და რეიჩელ ფლეტი (მე-10).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"