მეორე ადგილი აის ჩელენჯზე [VIDEO]

AutoSharing Option
ელისონ რიდისა და ოთარ ჯაფარიძის ქართულმა წყვილმა სეზონში პირველ წარმატებას მიაღწია - ავსტრიის ქალაქ გრაცის ტრადიციულ "აის ჩელენჯ 2010-ში" მეორე ადგილი დაიკავა.

ტურნირი 9-14 ნოემბერს გაიმართა. ყინულზე ცეკვებში სულ 13 წყვილი მონაწილეობდა. მოკლე პროგრამაში ჩვენებურებმა 48,11 ქულა მოაგროვეს. ელისონი და ოთარი კვალში ბრიტანელებს ლუის უოლდენს და ოუენ ედვარდს ჩაუდგნენ, რომელთაც ქულანახევრით ჩამორჩებოდნენ.

თავისუფალი პროგრამის შემდეგ ბრიტანელებმა კიდევ უფრო გაზარდეს ლიდერობა და საბოლოოდ 121,52 ქულით მოიგეს ტურნირი. აღსანიშნავია, რომ არც ქართველებს ჰქონდათ მეორე ადგილის შენარჩუნების პრობლემა - 119,43 ქულით მათ მესამეზე გასულ
გერმანელებს (ტანია კოლბე, სტეფანო კარუზო) თითქმის 10 ქულით აჯობეს.

იხილეთ ვიდეო

 

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული