ელენე გედევანიშვილმა სოჭის 2014 წლის ოლიმპიადის საგზური მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
27 სექტემბერს, გერმანულ ობერსდორფში ასპარეზობა დაასრულეს ფიგურულად მოციგურავე ქალებმა.

დასახულ ამოცანას შესანიშნავად გაართვა თავი ევროპის ჩემპიონატების ორგზის ბრინჯაოს პრიზიორმა ელენე გედევანიშვილმა, რომელმაც მოკლე პროგრამით მონაპოვარი თავისუფალი პროგრამით განიმტკიცა, მოაგროვა 144.80 ქულა და 2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიური თამაშების საგზური დაიმსახურა.

ობერსდორფის ტურნირზე შეუდარებელი იყო 14 წლის რუსი მოციგურავე ელენა რადიონოვა, რომელმაც 188.21 ქულით ყველას აჯობა, თუმცა ასაკობრივი შეზღუდვის გამო 2014 წლის ოლიმპიადაზე ვერ გაემგზავრება.

კარგი შთაბეჭდილება დატოვა 26 წლის იაპონელმა მიკი ანდომ, ორგზის მსოფლიოს და ოთხი კონტინენტის ჩემპიონმა, რომელიც შარშან
დედა გახდა და დიდ ყინულზე დაბრუნება Nebelhorn trophy-ზე მეორე ადგილით აღნიშნა.

მესამე-მეხუთე ადგილებზე ეშლი ქეინი (აშშ, 162.39), ვერონიკ მალე (კანადა, 159.67) და ბრუკლი ჰანი (ავსტრალია, 147.16) გავიდნენ.

ობესდორფული ტურნირის შედეგებით ცნობილი გახდა იმ ექვსი სპორტსმენის ვინაობა, რომლებმაც სოჭის ლიცენზიები მოიპოვეს. გედევანიშვილის გარდა, ესენი არიან: ბრუკლი ჰანი (ავსტრალია, 147.16), ანა ლინე ჯიერსემი (ნორვეგია, 142.87), კეტრინ ფრანკი (ავსტრია, 137.03), ელიზავეტა უკოლოვა (ჩეხეთი, 136.72) და ისადორა უილიამსი (ბრაზილია, 130.08).

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

28 სექტემბერს 2014 წლის ზამთრის თამაშების საგზურისთვის სპორტულ ცეკვებში ოთარ ჯაფარიძე და ანგელინა ტელეგინაც იბრძოლებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული