ქართველი მოციგურავეები ევროპის ჩემპიონატზე 13 იანვარს გამოვლენ

AutoSharing Option
უნგრეთის დედაქალაქში 13 იანვარს საზეიმოდ გაიხსნება ფიგურულად მოციგურავეთა ევროპის ჩემპიონატი, რომელშიც საქართველოდან ქალებში კონტინენტის ორგზის ბრინჯაოსპრიზიორი ელენე გედევანიშვილი გამოვა, ხოლო სპორტულ ცეკვებში ოთარ ჯაფარიძისა და ანგელინა ტელეგინას წყვილიც იასპარეზებს.

ამერიკიდან გამომგზავრების წინ ოთარ ჯაფარიძეს შევეხმიანეთ.

- ევროპის ჩემპიონატისთვის მონდომებით ვემზადებოდით, - გვითხრა მან. - ევგენი პლატოვთან ერთად ქორეოგრაფი ჟანა პალაგინა გვავარჯიშებდა. მოკლე პროგრამა quickstepis-ა და foxtrot-ის რიტმებზე გვაქვს დადგმული, თავისუფალი პროგრამა კი ასტორ პიაზოლას ტანგოზე ავაწყვეთ. უკვე რამდენიმე შეჯიბრებაზე გამოვცადეთ. იმედია, ბუდაპეშტში ქომაგებს არ გავაწბილებთ.

- კიევის საერთაშორისო ტურნირის შედეგით
კმაყოფილი ხართ?
- უკრაინის ღია პირველობა მსოფლიოს ჩემპიონატის სალიცენზიო ტურნირიც იყო. ცეკვებში 11 დუეტი ცდიდა ძალებს. მოკლე პროგრამის შემდეგ მე და ანგელინა მესამე ადგილზე ვიყავით, თავისუფალში მეხუთე ადგილი გვერგო. საბოლოოდ კი მეოთხე ადგილით მსოფლიოს ჩემპიონატში ასპარეზობის უფლება მოვიპოვეთ.

- ევროპაზე რას გეგმავთ?
- ჩვენი წყვილი, ფაქტობრივად, წლინახევრის წინათ შეიქმნა. ფიგურულ ციგურაობაში ეს ძალიან მცირე დროა დიდი წარმატების მისაღწევად. ამჯერად ჩვენი მიზანია კვალიფიკაციიდან გასვლა და შარშან ევროპის პირველობაზე დაკავებული მე-20 ადგილის გაუმჯობესება. 15 იანვარს მოკლე პროგრამით, 16-ში კი თავისუფალი პროგრამით ვიასპარეზებთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული