ელენე გედევანიშვილი ოლიმპიადაზე მოკლე პროგრამაში მე-17 ადგილს დასჯერდა [VIDEO]

AutoSharing Option
სოჭში მიმდინარე 2014 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობაში ელენე გედევანიშვილი ჩაერთო, რომლისთვისაც ეს მესამე ზამთრის ოლიმპიადაა.

ქართველმა მოციგურავემ ყინულის სასახლე "აისბერგში" მოკლე პროგრამა შეასრულა, სადაც 54,70 ქულა მიიღო (ელემენტებში - 27,51, კომპონენტებში - 27,19), 30 სპორტსმენს შორის მე-17 ადგილი დაიკავა და თავისუფალ პროგრამაში გამოსვლის უფლება მიიღო.

20 თებერვალს ელენე მეორე ჯგუფში, მეორე ნომრად გამოვა, შეჯიბრება კი თბილისის დროით 19 საათზე დაიწყება.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ოლიმპიადის მოკლე პროგრამაში საუკეთესო შედეგი 2010 წლის ოლიმპიადის გამარჯვებულმა, სამხრეთკორეელმა იონა კიმმა (74,92) აჩვენა. მეორე ადგილზე რუსი
ადელინა სოტნიკოვა
(74,64) გავიდა, მესამეზე - იტალიელი კაროლინა კოსტნერი (74.12), მეოთხე კი ამერიკელი გრეისი გოლდი (68,63) იყო.

* * *
შეგახსენებთ, რომ 19 თებერვალს სოჭის ოლიმპიადაზე ვაჟთა შორის ასპარეზობა გიგანტურ სლალომშიც გაიმართა, რომელშიც ალექსანდრე ბენიაიძემ და იასონ აბრამაშვილმა იასპარეზეს. სამწუხაროდ, ქართველმა სამთო-მოთხილამურეებმა პირველი დაშვება ვერ ჩაამთავრეს. ბენიაიძე და აბრამაშვილი 22 თებერვალს სლალომში ცდიან ძალებს.

მანამდე, 18 თებერვალს, გიგანტური სლალომის ქალთა შეჯიბრებაში იასპარეზა საქართველოს გუნდის მედროშემ ნინო წიკლაურმა, რომელმაც 49-ე ადგილი დაიკავა. ნინო 21 თებერვალს სლალომში ცდის ძალებს.

ასევე იხილეთ:
ბენიაიძე და აბრამაშვილი გიგანტურ სლალომში ასპარეზობას გამოეთიშნენ [VIDEO]
ნინო წიკლაურმა გიგანტურ სლალომში გამოსვლა 49-ე ადგილზე დაასრულა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 9 /
ელენე, ძალიან კარგი იყავი, რომ არა სუბიექტურობა ნამდვილად მეტი გეკუთვნოდა. ღმერთმა დაგლოცოს და გაგახაროს. კომენტარის დამწერებს გთხოვთ, თავი შეიკავოთ რბილად რომ ვთქვათ უმეცარი და უღირსი კომენტარებისგან. სხვის ფულის თვლა რა საკადრისია, გვაქვს სპორტის სახეობები რამის საუკუნეა ვთამაშობთ და ვხარჯავთ, ყოველ წელს მილიონებს და რეიტინგში100-ეუშიც კი არ ვართ. ელენე, მსოფლიო დონეზე ქვეყანაში პირველი მერცხალია ფიგურულ სრიალში და მისი ოცეულში მოხვედრაც კი ჩვენთვის არატრადიციულ სპორტში უკვე დიდი წარმატებაა, ამაში პროფესიონალები დამეთანხმებიან. კარგი იქნება კომენტარის გაკეთებისას მაინც, თუ დავანებებთ თავს უკიდურეს პროვინციონალიზმს და ბოღმის ნთხევას.
gaiozi
20 თებერვალი 2014 17:09
0
რაში იყრება საქართველოს ფული? სოჩაში გაისეირნეს და დაისვენეს ბავშვებმა.
kaxi
20 თებერვალი 2014 11:59
0
როგორ მოგიხდებათ ძირმაგარები ენაზე.. ელენეს კი წარმატებებს უსურვებ ...
tako
20 თებერვალი 2014 11:56
0
10 წელია რაც ამ ბავშვში ფული იდება და შედეგი?
sano
20 თებერვალი 2014 11:33
0
სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ(უნდა წავსულიყავით თუ არა და ა.შ) რისთვის წავედით ამ ოლიმპიადაზე? თავი შევირცხვინეთ კიდევ ერთხელ, ამ გოგომ მართლა რამე მოიგო ოდესმე?
nino.
20 თებერვალი 2014 11:00
0
აუუ მაგარი იყოოოოო (y) უუუუუ ბრავოოოოოოოოოო
gvantsa
20 თებერვალი 2014 10:34
0
ევროპაზე ორჯერ აქვს ბრინჯაო აღებული
ikas
20 თებერვალი 2014 10:24
0
გრძელში გავა პირველზე. ეს გრძელშია მაგარი ისინი გიგანტურში
dd
20 თებერვალი 2014 08:52
0
ამას ოდესმე რამე მოუგია?
ika
20 თებერვალი 2014 03:15
0

სიახლეები პოპულარული