ელენე გედევანიშვილი სოჭის ოლიმპიადაზე ოცეულში მოხვდა [VIDEO]

AutoSharing Option
20 თებერვალს მოციგურავე ელენე გედევანიშვილმა სოჭის ოლიმპიადაზე გამოსვლა დაასრულა. საბოლოოდ, ორი პროგრამის ჯამში მან 147,15 ქულა დააგროვა და მე-19 ადგილი დაიკავა.

20 თებერვალს ქართველმა სპორტსმენმა თავისუფალი პროგრამა შეასრულა და მსაჯებისგან 92,45 ქულა მოაგროვა. ელენემ პროგრამულ სეგმენტში 53,60 ქულა მიიღო, ხოლო ტექნიკურ კომპონენტებში - მხოლოდ 39,85. თავისუფალი პროგრამის 24 მონაწილეს შორის ეს მეოცე შედეგი აღმოჩნდა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

შეგახსენებთ, 19 თებერვალს ქართველმა მოციგურავემ მოკლე პროგრამაში იასპარეზა, სადაც მე-17 შედეგი აჩვენა (იხილეთ ვრცლად).

სოჭის ოლიმპიადაზე ფიგურულ სრიალში გამარჯვებული რუსი ადელინა სოტნიკოვა გახდა (224,59).
მეორე ადგილზე სამხრეთკორეელი იონა კიმი გავიდა (219,11), მესამე ადგილს კი იტალიელი კაროლინა კოსტნერი დასჯერდა (216.73).

სოჭში გამოსვლას აგრძელებენ ქართველი სპორტსმენები. 21 თებერვალს სლალომში ძალებს ნინო წიკლაური ცდის (49-ე ადგილი გიგანტურ სლალომში), 22 თებერვალს კი სლალომში ალექსანდრე ბენიაიძე და იასონ აბრამაშვილი გამოვლენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული