ელენე გედევანიშვილი მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოვა

AutoSharing Option
ჩინურ შანხაიში 25 მარტს მოციგურავეთა მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყება. ასპარეზობის პირველ დღეს - 25 მარტს მოკლე პროგრამით მოცეკვავეები და წყვილები იასპარეზებენ.

26 მარტს, დილით, მოკლე პროგრამით ქალები შეეჯიბრებიან ერთმანეთს, საღამოს კი თავისუფალი პროგრამა წყვილებში გამოავლენს მედლების მფლობელებს.

27 მარტს, დილით, მოცეკვავეთა თავისუფალი პროგრამით გამოსვლაა დაგეგმილი, საღამოს კი კაცები მოკლე პროგრამით ეცდებიან ფინალში მოხვედრას. 28 მარტს ქალებსა და ვაჟებში შევიტყობთ ჩემპიონებისა და პრიზიორების ვინაობას.

ქალებში, წინასწარი განაცხადით, ასპარეზობის 36 მონაწილეს შორის იქნება ევროპის ორგზის ბრინჯაოსპრიზიორი ელენე გედევანიშვილი. ქართველი მოციგურავე მეტოქეობას გაუწევს ისეთ
ცნობილ სპორტსმენებს, როგორებიც არიან ევროპის წლევანდელი ჩემპიონი და პრიზიორები - ელიზავეტა ტუკტამიშევა, ელენა რადიონოვა და ანა პოგორილავა (სამივე - რუსეთი. მსოფლიოს 2012 წლის ვერცხლისმედალოსანი ელენა ლეონოვა თადარიგში ჰყავთ), სხვადასხვა წელს ევროპის პრიზიორი კიირა კორპი (ფინეთი), აზიის ჩემპიონი კანაკო მურაკამი (იაპონია) და სხვები.

მსოფლიოს ჩემპიონატებზე გედევანიშვილმა სამჯერ (2009, 2011, 2012 წწ.) მე-10 ადგილები დაიკავა, შარშან მე-19 იყო. წლეულს ევროპის ჩემპიონატზეც მოეცარა ხელი - 23-ე ადგილით დაკმაყოფილდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული