ელენე გედევანიშვილი მსოფლიოს ჩემპიონატის მოკლე პროგრამაში შემდეგ ეტაპზე გადავიდა

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩინეთის ქალაქ შანხაიში მიმდინარეობს მსოფლიოს ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში. 26 მარტს ჩემპიონატში ქალები მოკლე პროგრამით ჩაერთვნენ, სადაც საქართველოს ღირსებას ელენე გედევანიშვილი იცავს.

მოკლე პროგრამა 35-მა მონაწილემ შეასრულა, რომელთაგანაც 24 შემდეგ ეტაპზე გადავიდა. ელენემ მოკლე პროგრამაში 52,11 ქულა დააგროვა და მე-16 ადგილი დაიკავა.

მოკლე პროგრამის შემდეგ რუსები ლიდერობენ: ელიზავეტა ტუკტამიშევა - 77,62 და ელენა როდიონოვა - 69,51. მესამე ადგილზეა იაპონელი საკოტო მიაჰარა - 67,02.

ქალთა თავისუფალი პროგრამა 28 მარტს გაიმართება. ელენე გედევანიშვილი მეორე ჯგუფში მეორე ნომრად გამოვა. ქართველი სპორტსმენი მეცხრედ ასპარეზობს მსოფლიოს
პირველობაზე. მისთვის საუკეთესო შედეგი მეათე ადგილია (სამჯერ).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული