მიუხედავად იმისა, რომ ელენე გედევანიშვილმა მოკლე პროგრამაში სეზონის საუკეთესო მიღწევა აჩვენა, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა ბერნში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მოწინავე სამეულში დასამკვიდრებლად, ქართველი სპორტსმენი მეხუთეა პირველი დისციპლინის შემდეგ, თუმცა მედლის შანსს ინარჩუნებს. შეგახსენებთ, რომ ელენე კონტინენტის პირველობის ბრინჯაოს პრიზიორია და ბერნშიც ერთ-ერთი ფავორიტის რანგში წარსდგა გულშემატკივართა წინაშე.
უკვე დავწერეთ, რომ ქართველმა კარგად ისრიალა, თუმცა შარშანდელი პირველობისგან განსხვავებით, უკეთ იასპარეზეს მისმა მთავარმა კონკურენტებმა, რომელთაგანაც ელენემ მხოლოდ ევროპის სამგზის ჩემპიონ იტალიელს, კაროლინა კოსტნერს აჯობა.
ქართველმა 53,68 ქულას მოუყარა თავი, აქედან 27,03 ქულა მან
დღეს თავისუფალი პროგრამაა 24 მონაწილეს შორის ელენე ერთ-ერთი ბოლო გამოვა ყინულზე, ის ფინალურ ჯგუფშია, ქართველის შემდეგ მხოლოდ ვიქტორია ჰელგესონი და სარა მაიერი გამოვლენ.
ევროპის ჩემპიონატი. ქალები
მოკლე პროგრამა
1. კიირა კორპი (ფინეთი) 63,50
2. ქსენია მაკაროვა (რუსეთი) 60,35
3. სარა მაიერი (შვეიცარია) 58,56
4. ვიქტორია ჰელგესონი (შვედეთი) 54,70
5. ელენე გედევანიშვილი (საქართველო) 53,68
6. კაროლინა კოსტნერი (იტალია) 53,17
7. მაე მეიტე (საფრანგეთი) 51,61
8. ვალენტინა მარკეი (იტალია) 51,24
9. სარა ჰეკენი (გერმანია) 51,12
10. ირა ვანუ (ბელგია) 50,90
პ.ს. წუხელ ევროპის ჩემპიონატზე დაასრულეს ასპარეზობა ყინულზე ცეკვებში მონაწილე ელისონ რიდმა და ოთარ ჯაფარიძემ. თავისუფალ პროგრამაში ქართულმა წყვილმა 67,87 ქულა მიიღო. ჯამში ჩვენებმა 114,73 ქულა დააგროვეს.