ვანკუვერის ოლიმპიადის შემდეგ მიღებული სტატისტიკური მონაცემების გაანალიზების შემდეგ მედიკოსებმა დაადგინეს, რომ 2567 ოლიმპიელიდან ტრავმები 10-მა პროცენტმა (287 სპორტსმენი) მიიღო.
ოთხმა ოლიმპიელმა ვერ შეძლო ამა თუ იმ ტურნირის გაგრძელება, დანარჩენებს კი პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. აღსანიშნავია, რომ ქალებს შორის ტრავმიანობა უფრო ხშირია, ვიდრე მამაკაცებში.
ყველაზე ტრავმატულ სახეობად დასახელდა სნოუბორდინგი. განსაკუთრებით სახიფათოა ის ქალებისთვის - 22 ქალი სპორტსმენიდან 16-მა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. მამაკაცებს შორის ეს მაჩვენებელი დაბალია -
ასევე სახიფათოა: ბობსლეი, შორტ-ტრეკი, სამთო თხილამურები, ჰოკეი და ფრისტაილი (აკრობატიკა). ყველაზე ნაკლებად აკითხავდნენ ექიმებს ბიატლონის, თხილამურებით რბოლის, ციგაობისა და ქერლინგის წარმომადგენლები.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"