28 ოქტომბერს ორდენი ბაკურიანში სპორტსმენის ახალგახსნილ მემორიალთან საგანგებო ცერემონიალზე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის ჟაკ როგის სახელით, სოკ-ის ოლიმპიური სოლიდარობის დირექტორის მოადგილე - პამელა ვაიპონდმა, საციგაო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა - იოზეფ ფენდტმა, ამავე ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტმა - ჰერალდ სტეირერმა გადასცეს.
ცერემონიალში მონაწილეობდნენ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილმა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი.
გადაწყვეტილება დაჯილდოების შესახებ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომმა
საციგაო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის ხელმძღვანელებმა დაადასტურეს რომ ბაკურიანში აუცილებლად აშენდება ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის საციგაო ტრასა.
სამინისტროს პრესცენტრი
რედაქციისაგან: ნოდარ ქუმარიტაშვილი მეორე ქართველი სპორტსმენია, რომელიც სოკ-ის ორდენით დაჯილდოვდა სიკვდილის შემდეგ. პირველი იყო სერგო შალიბაშვილი, რომელიც მსოფლიო უნივერსიადაზე ედმონტონში (კანადა) წყალხტომაში შეჯიბრებისას მიღებული ტრავმით 1983 წელს დაიღუპა.