
ადრე მაგდალენამ არაერთხელ უთხრა უარი ამ ეროტიკულ გამოცემას ფოტოსესიის მოწყობაზე, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია Playboy-სთვის, ნოიერი ყველაზე სექსუალურ ქალბატონად გამოეცხადებინა.
როგორც T-online.de იტყობინება, მაგდალენამ გამოკითხულთა ხმების 28.4 პროცენტი მიიღო. მან გაუსწრო საწყლოსნო სახეობების ორ წარმომადგენელს - ანა ბადერსა (27.1) და ანგელა მაურერს (11 პროცენტი).
შეგახსენებთ, რომ მაგდალენა ნოიერი აღარ არის მოქმედი სპორტსმენი - მან გასული სეზონის შემდეგ დაასრულა პროფესიული კარიერა.
ყოველდღიური სპორტული