რუსები მაკლარენის ანგარიშის შედეგებს იმკიან

AutoSharing Option
ბობსლეისა და სკელეტონის საერთაშორისო ფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება - მსოფლიოს 2017 წლის ჩემპიონატი სოჭიდან სხვაგან გადაიტანოს. ამის შესახებ ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდზე დაიწერა.

"მიღებულია გადაწყვეტილება - მსოფლიოს 2017 წლის ჩემპიონატი სოჭში აღარ გაიმართოს. ჩატარების ახალი ადგილი უახლოეს დღეებში განისაზღვრება. ფედერაციის აღმასკომმა იგრძნო, რომ ამ რთულ დროს მიზანშეწონილი იქნება, თუ ამგვარი ღონისძიება რუსეთში არ გაიმართება", - წერია ფედერაციის განცხადებაში.

აღნიშნავენ, რომ მსგავსი გადაწყვეტილება ერთი მთავარი მიზეზით არის ნაკარნახევი: რომ ყველა ქვეყნის სპორტსმენმა შეძლოს ტურნირში მონაწილეობა. ბოლო დღეების განმავლობაში, ლატვიისა და სამხრეთ კორეის ნაკრებებმა
გამოუცხადეს ბოიკოტი ჩემპიონატს. მათ ამ გზით გააპროტესტეს ის დოპინგ-ფაქტები, რომელიც მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს სპეციალური კომისიის მეორე ანგარიშში იყო მოყვანილი.

ბობსლეისა და სკელეტონში მსოფლიოს ჩემპიონატი სოჭში 13-26 თებერვალს უნდა გამართულიყო.

სოჭში მსოფლიოს ჩემპიონატი აღარ გაიმართება

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
დაიძრა ყინული, მართალია ნელა მაგრამ მაინც. ეხლა ჯერი ფიფა-ზეა,რომ მსოფლიო პირველობა ფეხბურთში აღარ ჩატარდეს რუსეთში!
სსკ
15:24 15-12-2016
0

სიახლეები პოპულარული