იტალიურ პასო ბროკონში ფის-ის ეგიდით გიგანტური სლალომი გაიმართა, სადაც ორმა ჩვენებურმა იასპარეზა, თუმცა წარუმატებლად - ალექსი ბენიაიძემ 81-ე ადგილი დაიკავა, ხოლო დიმიტრი გედევანიშვილმა - 117-ე (სულ ორივე ცდა 122-მა მოთხილამურემ ჩაამთავრა).
მეორე დღეს პასო ბროკონში კიდევ ერთი გიგანტური სლალომი გაიმართა, აქ ბენიაიძემ უკეთ ისრიალა და ორი ცდის ჯამში 51-ე ადგილზე გავიდა, გედევანიშვილმა კი ამჯერად ფინიშს ვერ უწია.