ბოლო დღეებში ქართველი სამთო მოთხილამურეები გერმანიასა და იტალიაში ახალგაზრდულ საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობდნენ. გუდაურელი ნინო წიკლაური 11 მარტს პეკოლ დი ზოლდოს გიგანტურ სლალომში გამოვიდა, სადაც მე-16 ადგილი დაიკავა. შემდეგ მან კავალეზეში გადაინაცვლა, სადაც კიდევ ორ გიგანტურ სლალომში იასპარეზა, ჯერ მე-6 შემდეგ კი მე-4 ადგილები დაიკავა. ნინოს ბოლო შეჯიბრებაში 0,19 წამი დააკლდა პოდიუმამდე.
იტალიაშივე იასპარეზა დიმიტრი გედევანიშვილმა, თუმცა ნაკლები წარმატებით. კავალეზეს პირველ გიგანტურ სლალომში მან 34-ე ადგილი დაიკავა, მეორეში კი დისკვალიფიკაცია მიიღო. გერმანიის კურორტ ლოჰბერგში ჯაბა გელაშვილმა ორ გიგანტურ სლალომში სცადა ბედი,
პირველი ფის-ის ეგიდით გამართული დიდების ტურნირი იყო და იქ ჩვენებურმა 23-ე შედეგი აჩვენა, მეორე კი გერმანიის ახალგაზრდული ჩემპიონატი, სადაც გელაშვილი მე-8 ადგილზე გავიდა.