ვონი გლობუსებს აგროვებს

AutoSharing Option

შვეიცარიის კურორტ ლენცერჰაიდში მსოფლიოს თასის ბოლო ეტაპი გრძელდება. სწრაფდაშვების შემდეგ უნდა გარკვეულიყო გამარჯვებული სუპერ-გიგანტში, მაგრამ წვიმის გამო ორგანიზატორებმა კაცებისა და ქალების სტარტები გააუქმეს. იმის გამო, რომ ეს იყო მიმდინარე სეზონის ბოლო სუპერგიგანტი და მისი სხვაგან გადატანის საშუალება არ არსებობდა, ეტაპი გააუქმეს და წინა სტარტების შედეგების მიხედვით გამოავლინეს ამ დისციპლინაში "ბროლის მცირე გლობუსის" მფლობელები.

მამაკაცებს შორის ტიტული შვეიცარიელმა დიდიე კუშმა მოიპოვა, ვინც 291 ქულით დაასრულა სეზონი. სამეულში შევიდნენ ავსტრიელი გეორგ შტრაიტბერგერი (227) და ხორვატი ივიცა კოსტელიჩი (223). ქალებს შორის წელს სუპერგიგანტში
საუკეთესო აღმოჩნდა ამერიკელი ლინდსი კონი 560 ქულით. მას ბოლო სტარტის მიუხედავად გარანტირებული ჰქონდა პირველობა, რადგან მეორე ადგილზე მყოფი გერმანელი ლინდსი ვონი (389) ვერ დაეწეოდა კონკურენტს. მესამე იყო ამ ჩათვლაში ამერიკელი ჯულია მანკუზო - 315 ქულა.

შეგახსენებთ, რომ წინა დღეს კუშმა და ვონმა პირველობა მოიპოვეს სწრაფდაშვებაში. სხვათა შორის, ვონს უკვე სამი "მცირე გლობუსი" აქვს - ის გამარჯვებული გახდა სუპერკომბინაციის ჩათვლაში.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული