სეზონის მიწურულს

AutoSharing Option
თვის ბოლოს იტალიურ პრედაზო-პამპეაგოში ფის-ის ეგიდით ორი გიგანტური სლალომი გაიმართა. პირველში ალექსი ბენიაიძემ 29-ე ადგილი დაიკავა, კახა კურტანიძე 39-ე იყო, ხოლო ნიკოლოზ კოზანაშვილი მე-40.

აღსანიშნავია, რომ ორივე ცდა სულ 40-მა სპორტსმენმა ჩაამთავრა. მეორე დღის გიგანტურ სლალომში ბენიაიძე 27-ე იყო, კოზანაშვილი 43-ე (და ისევ ბოლო), კურტანიძეს პირველი ცდა გაუცუდდა.

ჯაბა გელაშვილი ავსტრიულ კიუჰტაიში გამოდიოდა, სადაც პირველ სლალომში ხელი მოეცარა, მეორეში კი მე-13 ადგილი დაიკავა. ნაკრების ლიდერ იასონ აბრამაშვილს თებერვლის მერე საერთაშორისო ასპარეზზე მონაწილეობა აღარ მიუღია.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული