დარჩა მხოლოდ ჯაბა გელაშვილი

AutoSharing Option
ქართველ სამთო მოთხილამურეთა უმრავლესობისთვის სეზონი დასრულდა, აპრილში საერთაშორისო ტურნირებში მხოლოდ 18 წლის ჯაბა გელაშვილი განაგრძობს ასპარეზობას.

მან ჯერ ავსტრიაში კიუჰტაის ოთხ სლალომში მიიღო მონაწილეობა (საუკეთესო შედეგი, მე-13 ადგილი), შემდეგ კი ფრანგულ მერიბელში გადაბარგდა. იქ საფრანგეთის სათხილამურო ფედერაციის ეგიდით გამართულ შეჯიბრებებში მიიღო მონაწილეობა, სადაც დიდებში მე-13 ადგილზე გავიდა, ახალგაზრდებში კი პოდიუმზე მოხვდა (მე-3 ადგილი).

გუშინ გელაშვილმა კურშეველში დიდი ბრიტანეთის სათხილამურო ფედერაციის ეგიდით გამართულ გიგანტურ სლალომში მიიღო მონაწილეობა. ქართველმა აქაც კარგად ისრიალა და საბოლოოდ მე-4 ადგილზე გავიდა.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული