ალბერტო ტომბამ გუდაური მოინახულა

AutoSharing Option
საქართველოში 3-დღიანი საქმიანი ვიზიტით მყოფმა ლეგენდარულმა იტალიელმა მოთხილამურე ალბერტო ტომბამ მესტიის სტუმრობის შემდეგ, 10 აპრილს გუდაური მოინახულა და საქართველოს სათხილამურო სეზონის თასისა და ჩემპიონატის დასკვნითი ეტაპის მიმდინარეობას დაესწრო.

ტომბამ თბილისის მერ გიგი უგულავასთან და სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრ - ვლადიმერ ვარძელაშვილთან ერთად, საქართველოს თასის ერთ-ერთი ეტაპის - "სუხიას თასის" გამარჯვებული სპორტსმენები დააჯილდოვა. იტალიელმა მოთხილამურემ მონაწილეობა მიიღო საერთო პრესკონფერენციაშიც, რომელიც გუდაურის განვითარების გრძელვადიან პერსპექტივას მიეძღვნა.

ალბერტო ტომბა საქართველოში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, სათხილამურო სპორტის ფედერაციისა და კომპანია "სილქ ნეტის" ერთობლივი
მოწვევით იმყოფება. ტომბასთან ერთად, გუდაურში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, თბილისის მერი, მთავრობის სხვადასხვა წარმომადგენლები და ფედერაციის ხელმძღვანელები ჩავიდნენ.

ოლიმპიური თამაშების სამგზის ჩემპიონსა და მსოფლიო ჩემპიონატების არაერთგზის გამარჯვებულს საქართველოში სამთო-სათხილამურო ექსპერტების, ინვესტორებისა და უცხოელ ჟურნალისტთა გუნდი ახლავს.

შვეიცარიელი, იტალიელი და ამერიკელი მედიის წარმომადგენლები საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების პოპულარიზაციას გასწევენ და უცხოურ მედიაში საქართველოს სამთო-სათხილამურო ტურიზმისათვის სრულიად ახალ და მიმზიდველ ადგილად წარმოაჩენენ.

ალბერტო ტომბას განცხადებით - საქართველოში ნანახმა მდგომარეობამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა და ასეთი წრაფი განვითრების პირობებში, ქვეყნის ერთ-ერთ სამთო კურორტზე უახლოეს პერიოდში ნამდვილად შესაძლებელი იქნება მაღალი დონის საერთაშორისო ტურნირების მასპინძლობა, რაც საქართველოში სათხილამურო სპორტის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

msy.gov.ge

ფოტო: თამუნა ყულუმბეგაშვილი





.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული