ნორვეგიას ლეგენდა უბრუნდება

AutoSharing Option
სენსაციური ინფორმაცია გავრცელდა ნორვეგიიდან - ლეგენდარული მოთხილამურე, ოლიმპიადის რვაგზისა და მსოფლიოს ცხრაგზის ჩემპიონი ბიორნ დელი წელს ტრასაზე დაბრუნებას აპირებს.

დელიმ სპეციალურ პრესკონფერენციაზე გამოაცხადა, რომ მალე დაიწყებს ვარჯიშებს ნორვეგიის ნაკრებთან ერთად და მონაწილეობას მიიღებს საკვალიფიკაციო გარბენებში ქვეყნის ეროვნულ გუნდში მოსახვედრად. გარდა ამისა, 44 წლის მოთხილამურეს სპორტული ტანსაცმლის მწარმოებელი საკუთარი კომპანია აქვს და სწორედ ის შემოსავს ნორვეგიის ნაკრების წევრებს.

"გუნდს ტანსაცმლით მოვამარაგებ. გარდა ამისა, მინდა სპორტული კუთხითაც დავეხმარო ნაკრებს - თანაგუნდელებს საკუთარი ტექნიკის საიდუმლობებს გავანდობ. თავიდან შევეცდები ვარჯიშებზე გავუთანაბრდე მათ და როცა
ფორმაში შევალ, მაშინ ვიფიქრებ ნამდვილ შეჯირბებებში გამოსვლაზე", - ამბობს ლეგენდარული მორბენალი.

დელიმ კარიერა 2001 წელს ზურგთან დაკავშირებული პრობლემების გამო დაასრულა და მას შემდეგ არ უვარჯიშია.
მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი პეტერ ნორტუგი აღფრთოვანებით შეხვდა დელის ამ გადაწყვეტილებას.
"შესანიშნავი იქნება ბავშვობის კერპთან კონკურენცია. ტრასაზე თვით ბიორნ დელის გასწრების შანსი მექნება", - განაცხადა თანამედროვე სათხილამურო რბოლის ერთ-ერთმა ლიდერმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული