
ამ დისციპლინაში გამარჯვებული ორი ცდის ჯამში ირკვევა და პირველი დაშვების შემდეგ ლიდერობა ავსტრიელმა მარსელ ჰირშერმა მოიპოვა. მან დისტანცია 54.5 წამში დაფარა, თუმცა კონკურენტებთან უპირატესობა მინიმალური იყო და ყველაფერი მეორე ცდას უნდა გადაეწყვიტა.
მეორე ცდა კი ყველაზე უკეთ მსოფლიოს თასის მოქმედ მფლობელს, ლეგენდარულ ხორვატ ივიცა კოსტელიჩს გამოუვიდა. ამ უკანასკნელს ბივერ კრიკის ტრასასთან ცუდი მოგონებები აკავშირებს - თავის დროზე ის
რაც შეეხება ჰირშერს, მას მეორე ცდა არ გამოუვიდა და არა მხოლოდ პირველი ადგილი, არამედ მეორე პოზიციაც დაკარგა და პოდიუმის მესამე საფეხურზე აღმოჩნდა. მან წინ გაუშვა იტალიელი კრისტიან დევილი, რომელიც ამ ეტაპის სენსაცია აღმოჩნდა. აპენინელი 30 წლისაა და მხოლოდ ახლა მოიპოვა კარიერაში პირველი პოდიუმი. ორი ცდის ჯამში ის 14 მეასედი წამით ჩამორჩა კოსტელიჩს.
ხორვატისთვის ეს პირველი წარმატებაა სეზონში, ამიტომაც მხოლოდ მეცხრე ადგილს იკავებს საერთო ჩათვლაში. გენერალურ კლასიფიკაციას სათავეში უდგას ნორვეგიელი აქსელ ლუნდ სვინდალი, მეორეა ამერიკელი ტედ ლიჯეტი და მესამე - მარსელ ჰირშერი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"