შმიგუნმა 1994 წლიდან დაიწყო ოფიციალურ ტურნირებზე გამოსვლა. ის შვიდჯერ გახდა ესტონეთის საუკეთესო სპორტსმენი. კრისტინა 2006 წლის ოლიმპიადის ორგზის ჩემპიონია - ტურინში მან 10 და 15-კილომეტრიანი დისტანცია მოიგო, ვანკუვერში კი ასევე 10 კილომეტრზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.
2007 წელს შმიგუნმა თავის მენეჯერ კრისტიან-ტორა ვიაჰიზე იქორწინა. 2008 წლის ივნისში მათ ქალიშვილი - ვიქტორია-კრისი შეეძინათ.