ცხადია, კმაყოფილი უკეთესი მიღწევით იქნებოდა, უკმაყოფილო - უარესით.
ჩვენი სპორტსმენისთვის ეს იყო მეორე ოლიმპიადა. შედარებისთვის ვიტყვით, რომ ვანკუვერში, წინა თამაშებზე, ნინომ ვერ დაამთავრა ასპარეზობა - დისტანციიდან პირველსავე ცდაზე გამოვარდა.
მისგან შეუძლებელს ახლაც არ მოელოდა ვინმე, მაგრამ ის, რომ 90 მონაწილეს შორის 49-ე ადგილზე გავიდა, რაღაცას მაინც ნიშნავს. მით უფრო, რომ არაერთმა ძლიერმა სპორტსმენმა ვერ ჩააღწია ფინიშამდე, როგორც პირველ, ისე მეორე დაშვებაზე.
ასპარეზობის ერთ-ერთი გამოკვეთილი ლიდერი ნამდვილად
მეორე ცდაზე ლიდერს მეტოქეებზე ოდნავ გვიან მოუწია გამოსვლა, მაგრამ ფინიში გადაკვეთა თუ არა, მიუხედავად იმისა, რომ სამ ათეულამდე სპორტსმენს კიდევ ჰქონდა ტრასა გასავლელი, უკვე ულოცავდნენ ჩემპიონობას. ასეც მოხდა. სპეციალისტებს გუმანი არ ღალატობთ. თავად გამარჯვებული კი მილოცვების შემდეგ თოვლზე დაწვა და უცნაურად, ბრასის სტილით ცურვის იმიტაციით გამოხატა თავისი დიდი სიხარული.
განსჯისთვის ვიტყვით, რომ სლოვენიელმა ჩემპიონმა ორი ცდის ჯამში 2:36.87 (1:17.88; 1:18.99) აჩვენა, ნინო წიკლაურმა - 2:55.34 (1:27.27; 1:28,07). სხვაობა გამარჯვებულთან 18.37 წამია... მეორე ადგილზე გავიდა ავსტრიელი ანა ფენინგერი - 2:36,94 (1:18.73; 1:18.21); ბრინჯაოს მედალს გერმანელი ვიქტორია რებენსბურგი დაეუფლა - 2:37.14 (1:19.24; 1:17.90).
ეს ასპარეზობა მძიმე მეტეოროლოგიურ ფონზე ჩატარდა. 10-დღიანი დარი ჯერ ღრუბლიანობამ და მცირე წვიმამ შეცვალა, 18 თებერვალს - თავსხმამ. იქ, მაღლა კი, სადაც სასტარტო ბაქნია, ხვავრიელად თოვდა, ნისლიც ჩამოწვა. ამის გამო მეორე დაშვების დაწყება, ვიდრე ტრასა მომზადდებოდა და ხილვადობა გაუმჯობესდებოდა, მცირე ხნით გადაიდო კიდეც.
იხილეთ მეორე დაშვება
19 თებერვალს პროგრამით ვაჟების ასპარეზობის ჯერია. ისინიც გიგანტურ სლალომში გამოსვლით ჩაერთვებიან ოლიმპიურ ტურნირში. მათ შორის იქნება ჩვენი ორი სამთო-მოთხილამურე, ვანკუვერის ოლიმპიადის მონაწილე იასონ აბრამაშვილი და დებიუტანტი - ალექსი ბენიაიძე. 21 თებერვალს ასპარეზი სლალომში მოასპარეზე ქალებს დაეთმობათ. ნინო წიკლაური აქაც გამოვა სტარტზე.
- ბიჭები ოპტიმისტურად არიან განწყობილნი, ასპარეზობისთვის მზად არიან და თავს არ დაზოგავენ, შეეცდებიან მაქსიმალურად გამოავლინონ თავიანთი შესაძლებლობები, - გვითხრა მწვრთნელმა გერა აბრამიშვილმა.
იგივე განწყობა შევნიშნეთ ჩვენს სპორტსმენებს მათთან გასაუბრების დროსაც. პროგნოზებისგან კი თავი შეიკავეს.
სოჭის ოლიმპიდაზე "ლელოს" ცხელი ხაზის ტელეფონია: +7938 43 99 565.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
თენგიზ გაჩეჩილაძე სოჭიდან: ოლიმპიური დეკადის გადასახედიდან
თენგიზ გაჩეჩილაძე სოჭიდან: რა შეეშალა სოკ-ის მაღალჩინოსანს აფხაზეთთან დაკავშირებით
თენგიზ გაჩეჩილაძე სოჭიდან: დიდებული სანახაობა და ჭირვეული ლიფტები
თენგიზ გაჩეჩილაძე სოჭიდან: ნოდარ ქუმარიტაშვილს გაიხსენებენ [PHOTO]
თენგიზ გაჩეჩილაძე სოჭიდან: გაიხარეთ, კოლექციონერებო!
თენგიზ გაჩეჩილაძე სოჭიდან: ჩაკეტილი თამაშები
თენგიზ გაჩეჩილაძე სოჭიდან: ფიფქ(რ)ები თეთრ ოლიმპიადაზე
მორიგი კურიოზი სოჭიდან - წარწერა "ლელოს" რედაქტორის აკრედიტაციაზე
თენგიზ გაჩეჩილაძე სოჭიდან: სასტუმროს ნომერი საშინლად დაბინძურებული დაგვხვდა
თენგიზ გაჩეჩილაძე სოჭიდან: 50 წუთი... ოლიმპიადამდე [PHOTO]