ორი ქართველი ათეულში

AutoSharing Option

იტალიურ ბორმიოში სასტარტო მოთელვის შემდეგ სამთო-მოთხილამურეთა ნაკრების ლიდერმა იასონ აბრამაშვილმა ფის-ის ეგიდით გამართულ ტურნირში სცადა ბედი. ბორმიოში მან "სითიზენის" ოთხ შეჯიბრებაში მიიღო მონაწილეობა და სლალომში მე-2 ადგილიც დაიკავა. გუშინ კი ის სამ თანამემამულესთან ერთად მონტე სპიკოში (იტალია) გიგანტურ სლალომში ჩაერთო.

ორი ცდის შემდეგ ფინიშამდე სულ 71 სპორტსმენი მივიდა და მათ შორის არ იყვნენ კოტე ვახტანგიშვილი და ბიძინა ქართველიშვილი. აბრამაშვილი მე-7 ადგილზე გავიდა, ხოლო ალექსი ბენიაიძე - მეათეზე, რაც ჩვენთვის ურიგო შედეგი არაა. ქალთა შორის ნინო წიკლაური 22-ე ადგილზე გავიდა.

ჯაბა

გელაშვილმა ავსტრიის კურორტ პეტცენში სუპერ გიგანტში (ფის) იასპარეზა და მხოლოდ 72-ე ადგილს გამორჩა.

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული