სამთო თხილამურები: ლინდსი ვონი რეკორდსმენია

AutoSharing Option
ამერიკელმა ლინდსი ვონმა გუშინ, იტალიის კურორტ კორტინა დ'ამპეცოში სწრაფდაშვება მოიგო შედეგით - წუთი და 39,61 წამი.

მან 32 მეასედით აჯობა მეორე ადგილზე გასულ ავსტრიელ ელიზაბეტ გორგლს და 54 მეასედით - მესამეადგილოსან იტალიელ დანიელა მერიგეტის.

ეს მოგება 32-ე გახდა ლინდსისთვის სწრაფდაშვებაში და 62-ე მთლიანად მსოფლიოს თასზე. ბოლო მაჩვენებლით ამერიკელმა გაიმეორა ქალ მოთხილამურეებს შორის მსოფლიოს თასზე გამარჯვებების რეკორდი, რომელიც 1980 წელს ავსტრიელმა ანმარი მოზერ-პრიოლმა დაამყარა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული