მან 32 მეასედით აჯობა მეორე ადგილზე გასულ ავსტრიელ ელიზაბეტ გორგლს და 54 მეასედით - მესამეადგილოსან იტალიელ დანიელა მერიგეტის.
ეს მოგება 32-ე გახდა ლინდსისთვის სწრაფდაშვებაში და 62-ე მთლიანად მსოფლიოს თასზე. ბოლო მაჩვენებლით ამერიკელმა გაიმეორა ქალ მოთხილამურეებს შორის მსოფლიოს თასზე გამარჯვებების რეკორდი, რომელიც 1980 წელს ავსტრიელმა ანმარი მოზერ-პრიოლმა დაამყარა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"