სამთო თხილამურები: ლინდსი ვონმა 63-ეც მოიგო

AutoSharing Option
მხოლოდ ერთი დღე იყო ამერიკელი ლინდსი ვონი მსოფლიოს თასზე გამარჯვებების რაოდენობით თანარეკორდსმენი.

გუშინ ვონმა კორტინა დ'ამპეცოში სუპერგიგანტში გაიმარჯვა და რიგით 63-ე ეტაპი მოიგო, რაც აბსოლუტური რეკორდია. შეგახსენებთ, რომ ერთი დღით ადრე ლინდსიმ სწრაფდაშვების ტრასა გაიარა ყველაზე სწრაფად და მოგებების რაოდენობით გაუთანაბრდა წინა რეკორდსმენს, ლეგენდარულ ავსტრიელს, ანმარი მოზერ-პრიოდლს.

გუშინ ვონის მოწინააღმდეგეებს შანსი არ ჰქონდათ. ამერიკელმა 85 მეასედი წამი მოუგო მეორე ადგილზე გასულ ავსტრიელ ანა ფენინგერს და 92 მეასედი - მესამეადგილოსან ტინა ვაირატერს ლიხტენშტაინიდან.

რეკორდის დამყარებას ესწრებოდა ვონის ბოიფრენდი, ლეგენდარული ამერიკელი გოლფისტი
ტაიგერ ვუდსი, თუმცა მას არ მიუღია მონაწილეობა ფინიშის შემდეგ გამართულ ზეიმში, რომლის დროსაც ლინდსის პოდიუმზე ულოცავდნენ თანაგუნდელები, მწვრთნელები და ოჯახის წევრები.

ვონმა ამ სეზონში მეოთხე ეტაპი მოიგო და აშკარად შედის ფორმაში მუხლის ორი მძიმე ტრავმის შემდეგ, რის გამოც შარშან სოჭის ოლიმპიადის გამოტოვება მოუწია. ამერიკელი აშკარა ფავორიტი იქნება თებერვალში მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელიც აშშ-ის კურორტ ბივერ კრიკში გაიმართება. 30 წლის ვონის მთავარი სამიზნე კი 2018 წლის ოლიმპიადაა.

ცნობისთვის, მამაკაცებსა და ქალებს შორის მსოფლიოს თასზე მოგებული ეტაპების რაოდენობით, აბსოლუტური რეკორდსმენია ლეგენდარული შვედი ინგემარ სტენმარკი, 86 გამარჯვებით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული