მოულოდნელობა ვენგენში

AutoSharing Option

მსოფლიოს თასის გათამაშება შვეიცარის კურორტ ვენგენში გაგრძელდა, სადაც პირველ დღეს მამაკაცები სწრაფდაშვებაში შეეჯიბრნენ ერთმანეთს.

ავსტრიელ კლაუს კრიოლს არასოდეს მიაკუთვნებდნენ სამთო-სათხილამურო სპორტის ვარსკვლავებს, თუმცა წელს ეს სპორტსმენი სწრაფდაშვებაში კარგად გამოდის, ამიტომაც მისი ტრიუმფისთვის სენსაციური არავის უწოდებია. და მაინც, ავსტრიელისგან პოდიუმს და მით უმეტეს, გამარჯვებას არავინ ელოდა. მაგრამ კრიოლმა ტრასა ძალიან სუფთად, დამაჯერებლად გაიარა და სეზონში პირველი გამარჯვებაც მოიპოვა.

რა თქმა უნდა, კლაუსს ნაწილობრივ გაუმართლა კიდეც, რადგან მე-12 ნომრად აიღო სტარტი. ვენგენში თბილი ამინდი იყო და სანამ უძლიერესმა ჯგუფი გამოსვლას დაიწყება, ტრასა

შესამჩნევად იყო გაფუჭებული. ასეთ პირობებში ავსტრიელი დაწევა ვერავინ შეძლო.


მეორე ადგილი შვეიცარიელ დიდიე კუშს ერგო, რომელიც დისტანციის პირველ ნახევარზე მნიშვნელოვნად ჩამორჩა კრიოლს, შემდეგ დაკარგულის ანაზღაურება სცადა და თითქმის მოახერხა ეს, მაგრამ ბოლოს მაინც 14 მეასედი წამი დათმო ეტაპის ტრიუმფატორთან.


საერთო ჯამში, შვეიცარიელები კმაყოფილნი დარჩნენ თავისიანების გამოსვლით, რადგან მსოფლიოს თასის მოქმედმა მფლობელმა კარლო იანკამაც შეძლო პოდიუმზე მოხვედრა - მან მესამე ადგილი დაიკავა. იანკა თანდათან გამოდის კრიზისიდან, რომელიც სეზონის სტარტზე ჰქონდა. ეს მისი ზედიზედ მეორე პოდიუმი იყო.

უნდა აღინიშნოს სწრაფდაშვებაში მსოფლიოს თასის ლიდერის, ავსტრიელი მიხაელ ვალჰოფერის კრახი, რომელმაც ეს ეტაპი მე-11 ადგილზე დაასრულა.

ვენგენი (შვეიცარია)
სწრაფდაშვება. კაცები
1. კლაუს კრიოლი (ავსტრია) - 2:31.28; 2. დიდიე კუში (შვეიც) - +0.14; 3. კარლო იანკა (შვეიც) - +0.39; 4. ანდრეი იერმანი (სლოვენ) - +0.44; 5. ვერნერ ჰეელი (იტალია) - +1.25; 6. რომედ ბაუმანი (ავსტრია) +1.28...
საერთო ჩათვლა
1. ივიცა კოსტელიჩი (ხორ) - 626; 2. აქსელ ლუნდ სვინდალი (ნორ) - 511; 3. სილვან ცურბრიგენი (შვეიც) - 459; 3. მიხაელ ვალჰოფერი (ავსტრია) - 433; 5. დიდიე კუში (შვეიცარია) - 423; 6. კარლო იანკა (შვეიც) - 415.

 

 

 

 

.

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული