
ავსტრიელი სამთომოთხილამურე ჰანს გრიუგერი, რომელმაც 20 იანვარს სწრაფდაშვებისას მძიმე ტრავმა მიიღო, კომიდან გამოვიდა. ამის შესახებ სააგენტო "როიტერი" იტყობინება. ავსტრიელს აღარ სჭირდება ხელოვნური სუნთქვის აპარატი. დღეს სპორტსმენი კიდევ ერთ სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც გახდება ცნობილი გრიუგერის აღდგენითი პროცესის ზუსტი ხანგრძლივობა.
ექიმებმა გრიუგერის კომიდან გამოყვანა ექვსი დღის წინ დაიწყეს, მაგრამ 29 წლის მოთხილამურეს დიდი ხანი რეაგირება არ ჰქონდა ექიმების მოქმედებაზე.
ავსტრიელი კიტცბუელის ტრასაზე 20 იანვარს, ვარჯიშის დროს დაშავდა. იმავე დღეს მან თავზე ხუთსაათიანი ოპერაცია გადაიტანა.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გრიუგერი გახდა მესამე
რაც შეეხება გრიუგერს, მას ოთხჯერ აქვს მოგებული მსოფლიოს თასის ეტაპი. მთელი კარიერის განმავლობაში ავსტრიელს ტრავმები აწუხებდა - ოთხჯერ გაიწყვიტა მუხლის მყესები და ერთხელ ბარძაყის ძვალი მოიტეხა.