
15 მარტს იაპონიის სამთო კურორტ ჰონოკიდაირაში, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (ფის-ის) ეგიდით, გიგანტურ სლალომში შეჯიბრება ჩატარდა სამთო-სათხილამურო სპორტში.
შეჯიბრებაში 97 სპორტსმენი მონაწილეობდა. საქართველოს ნაკრების წევრმა ნინო წიკლაურმა პირველი ადგილი იაპონელ საკურაკო მუკოგავასთან ერთად გაიზიარა, მათ თანაბარი დრო აჩვენეს. მესამე ადგილზეც იაპონელი - ჰარუნა იუმამოტო გავიდა.
წიკლაურმა ამ შედეგით მსოფლიო რეიტინგი გაიუმჯობესა.
- იხილეთ ინგლისური ვერსია
მომზადებულია gsf.ge-ს მიხედვით