საზარელი ფაქტი: ტრამპლინიდან გადმომხტარი მოთხილამურე თოვლზე სახით დაეშვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
შვეიცარიელი სპორტსმენი და ოლიმპიური ჩემპიონი, 33 წლის სიმონ ამანი ტრამპლინიდან გადმოხტომის შემდეგ სერიოზულად დაშავდა.

დაშვების დროს ამანს ფეხი დაუცდა და პირდაპირ თოვლზე დაენარცხა. სპორტსმენი რამდენიმე მეტრით ჩასრიალდა დაცემულ მდგომარეობაში და გონება დაკარგა.

ამანი მონაწილეობას ოთხთა ტრამპლინის ტურნირში ღებულობდა და პირველი ტურის შემდეგ მე-8 ადგილზე იმყოფებოდა.

ამანს დაცემის დროს სისხლიც კი წამოუვიდა, თუმცა შვეიცარიელი ჟურნალისტების ინფორმაციით, სიმონი, რომელიც ზალცბურგის საავადმყოფოში იმყოფება, ახლა უკეთ არის, მაგრამ მისი ტრავმიანობის სიმძიმე ჯერჯერობით უცნობია.

სიმონ ამანი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია (2002,
2010) და მსოფლიოს 2007 და 2010 წლების ჩემპიონატის ოქროს მედლების მფლობელი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული