ნინო წიკლაურმა უნგრეთის ღია ჩემპიონატში გაიმარჯვა

AutoSharing Option
ავსტრიულ სანტ-ლაბრეხტში სამთო მოთხილამურე ქალ-ვაჟთა უნგრეთის ღია ჩემპიონატი გაიმართა, რომელშიც თერთმეტი ქვეყნის წარმომადგენელთა შორის იყო ნინო წიკლაური.

მან შეჯიბრების პირველ დღეს ორჯერ იასპარეზა სუპერგიგანტში და ორჯერვე მეხუთე ადგილს დასჯერდა. ქართველ სპორტსმენს ნოელ ბარაჰონამ (ჩილე), კლაირ ტანიმ (ჰოლანდია), ჩიარა არშჰამმა (უნგრეთი) და მარტინა კალუჟამ (პოლონეთი) აჯობეს.

ჩემპიონატის მეორე დღე გიგანტურ სლალომს დაეთმო. მეტოქეები ერთმანეთს ორ-ორჯერ დაუპირისპირდნენ. პირველი ტურნირი ნინომ წუთითა და 58,03 წამით მოიგო და ოქროს მედალი დაიმსახურა. მეორე-მესამე ადგილებზე, შესაბამისად, სარა ლისტი (ავსტრია, 1.58,17) და ელენა სანდული (იტალია, 1.59,67) გავიდნენ.

წიკლაურმა არც მეორე ცდაზე დაუთმო პირველობა არავის - 2.00,66-ით უნგრეთის ჩემპიონობა მოიპოვა. ვერცხლის მედალი უნგრელ ჩიარა არშჰამს (2.01,03) ერგო, იტალიელი ელენა სანდული (2.01,48) მესამე იყო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული