მან შეჯიბრების პირველ დღეს ორჯერ იასპარეზა სუპერგიგანტში და ორჯერვე მეხუთე ადგილს დასჯერდა. ქართველ სპორტსმენს ნოელ ბარაჰონამ (ჩილე), კლაირ ტანიმ (ჰოლანდია), ჩიარა არშჰამმა (უნგრეთი) და მარტინა კალუჟამ (პოლონეთი) აჯობეს.
ჩემპიონატის მეორე დღე გიგანტურ სლალომს დაეთმო. მეტოქეები ერთმანეთს ორ-ორჯერ დაუპირისპირდნენ. პირველი ტურნირი ნინომ წუთითა და 58,03 წამით მოიგო და ოქროს მედალი დაიმსახურა. მეორე-მესამე ადგილებზე, შესაბამისად, სარა ლისტი (ავსტრია, 1.58,17) და ელენა სანდული (იტალია, 1.59,67) გავიდნენ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"