ჰოკეი. NHL. რეგულარული ჩემპიონატი: ჯოს ათასი

AutoSharing Option
გუშინდელი სათამაშო დღის გამორჩეული მოვლენა იყო "სან ხოსეს" ვეტერანი ფორვარდის ჯო ტორნტონის შედეგიანი გადაცემა "ვინიპეგთან" მატჩში. ამით ტორონტონი გახდა მხოლოდ მე-13 ჰოკეისტი ისტორიაში, ვისაც კარიერაში 1000 საგოლე პასი დაუგროვდა.

აი, როგორ გამოიყურება "ათასიანთა" კლუბი, რომელშიც ტორნტონის გარდა, კიდევ ერთი მოქმედი ჰოკეისტია - "ფლორიდას" ვეტერანი იარომირ იაგრი:

1. უეინ გრეტცკი 1 963
2. რონ ფრენსისი 1 249
3. მარკ მესიე 1 193
4. რეი ბურკი 1 169
5. იარომირ იაგრი 1 142

6. პოლ კოფი 1 135
7. ადამ ოუტსი 1 079
8. სტივ აიზერმანი 1 063
9. გორდი
ჰოუ 1 049
10. მარსელ დიონი 1 040
11. მარიო ლემიე 1 033
12. ჯო საკიკი 1 016
13. ჯო ტორნტონი 1 000

კვირის სამი ვარსკვლავი
ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ გასული კვირის სამი ვარსკვლავი გამოავლინა.
პირველი ვარსკვლავის სტატუსი მოიპოვა "ტამპა ბეის" ფორვარდმა ნიკიტა კუჩეროვმა, რომელმაც ოთხ მატჩში 9 ქულა (5+4) დააგროვა. რუსმა საუკეთესო მატჩი "ოტავას" (5:1) წინააღმდეგ ჩაატარა, რომელშიც კარიერაში მეორე ჰეთ-თრიკი შეასრულა.

კვირის მეორე ვარსკვლავიც რუსი მოთამაშეა - "კოლამბუსის" მეკარე სერგეი ბობროვსკი. მან თავის გუნდს სამიდან ორი მატჩში მოაგებინა, საშუალოდ 0.33 შაიბა გაუშვა, მეტოქეთა დარტყმების 98.9 პროცენტი მოიგერია და ორი "შათაუტი" შეასრულა. სულ ბობროვსკიმ 88 დარტყმიდან 87 მოიგერია.

მესამე ვარსკვლავად დასახელდა "მონრეალის" კარის დარაჯი კერი პრაისი. მას სამიდან სამი მოგება ჰქონდა, მეტოქეთა დარტყმების 97.4 პროცენტი მოიგერია და საშუალოდ, 0.66 შაიბა გაუშვა. "კოლამბუსთან" 1:0 მოგებულ მატჩში, პრაისმა 26 დარტყმა მოიგერია და კარიერაში 39-ე შათაუტი შეასრულა.

ოტავა-ბოსტონი 4:2
2:1, 0:0, 2:1
გოლები: 1:0 ბრასარი-12 (ბაროუზი-12, მეტოტი-11), 2:0 პაგო-7 (ფანოფი-18), 2:1 ბერჟერონი-17 (კრუგი-37), 3:1 მ. ჰოფმანი-20 (ე. კარლსონი-46, ფანოფი-19), 3:2 მარშანი-30 (პასტრნაკი-29, კრუგი-38), 4:2 ბაროუზი-12 (მარკ სტოუნი-27, ე. კარლსონი-47).

ტამპა ბეი-რეინჯერსი 0:1 (ო)
0:0, 0:0, 0:0, 0:1
გოლი: 0:1 ზიბანეჯადი-9 (მაკდონაჰი-32).

ვაშინგტონი-დალასი 2:4
0:1, 1:2, 1:1
გოლები: 0:1 შორი-11 (შარპი-10, ს. ჯონსი-5), 0:2 ფაკსა-10, 0:3 სპეცა-11 (ჯეიმი ბენი-39, სეგუინი-44), 1:3 ბექსტრიომი-21 (შატენკირკი-33, ორპიკი-13), 2:3 ოში-25 (ელზნერი-10, ბექსტრიომი-46), 2:4 შარპი-8 (კლინგბერგი-29).

ვინიპეგი-სან ხოსე 2:3
1:1, 0:0, 1:2
გოლები: 0:1 პაველსკი-22 (მ. კარლსონი-10, დილონი-8), 1:1 მორისეი-27, 1:2 ბოდკერი-9 (კუტური-23), 1:3 პაველსკი-23 (ვლაშიკი-17, ჯ. ტორნტონი-36), 2:3 შაიფლი-28 (ელერსი-32, ლაინე-27).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული