საქართველოს ჰოკეისტთა ეროვნულმა ნაკრებმა რეკორდული ანგარიშით მოიგო

AutoSharing Option
საქართველოს ჰოკეისტთა ეროვნული გუნდი ბულგარეთში მსოფლიოს ჩემპიონატის III დივიზიონის ტურნირში ასპარეზობს.

B ჯგუფის მესამე და ბოლო შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა 19:0 გაანადგურა არაბთა გაერთიანებული საემიროების გუნდი და 6 ქულა დააგროვა. ეს გამარჯვება ჩვენი ქვეყნის ნაკრებისთვის რეკორდულია.

დივიზიონის 8 მონაწილე ორ ჯგუფად არის გაყოფილი, II დივიზიონში მხოლოდ ტურნირის ერთი გამარჯვებული გადადის. ჯგუფური ეტაპების დასრულების შემდეგ ნახევარფინალები გაიმართება, შემდეგ კი - ფინალი.

ჩვენს ჯგუფში საქართველომ 6:5 მოუგო სამხრეთ აფრიკის გუნდს, მაგრამ წააგო ლუქსემბურგთან - 4:6. ჯგუფში ვითარება მას მერე გაირკვევა, რაც ლუქსემბურგისა და
სამხრეთ აფრიკის ნაკრებები ითამაშებენ.

არ არის ცნობილი ჯერ A ჯგუფში პირველ-მეორე ადგილებზე გასული გუნდების ვინაობაც, თუმცა ბულგარეთმა უკვე გაინაღდა პირველობა და დიდი ალბათობით, საქართველოს მეტოქეც ის იქნება.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ეეხ, მგონი ქართველი ხოკეისტებიც აჯობებენ ფეხბურთელებს
ნეტარ არიან
10:38 14-04-2017
0
დღეს დიდი სიამოვნებით ვუყურე პირდაპირ რეპორტაჟს....ბოლოს ჰიმნიც დააგუგუნეს! რაც შეეხება თამაშებს, ძალიან ბევრი გაძევება აქვთ,ამან შეაფერხა ლუქსემბურგთანაც.სავარაუდო მეტოქე-ბულგარეთია, თუ სასწაული არ მოხდა და ლუქსემბურგი დამარცხდა აფრიკელებთან,მაგას 23სთ-ზე გავიგებთ....
მიშა63
18:31 13-04-2017
0

სიახლეები პოპულარული