"სიდს ტვინის შერყევა აქვს. მეოთხე მატჩს გამოტოვებს, რის შემდეგაც, ისევ გაივლის სამედიცინო შემოწმებას.
კროსბი მხნედ და პოზიტიურად არის განწყობილი. ჩვენც არ გვაკლია ოპტიმიზმი და იმედი გვაქვს, რომ ის მალე დაბრუნდება შემადგენლობაში", - განაცხადა სალივანმა.
კროსბიმ ტრავმა კონფერენციის ნახევარფინალური სერიის მესამე მატჩში მიიღო, როცა ერთ ეპიზოდში ზედიზედ ორჯერ მოარტყეს ჯოხი თავში - ჯერ ალექსანდრ ოვეჩკინმა და შემდეგ მეტ ნისკანენმა. ამ
საქმე ისაა, რომ ცნობილმა ამერიკელმა ჟურნალისტმა დეივ ლოზომ "ვაშინგტონის" მოთამაშეთა მოლაპარაკებების ბეჭდური ვერსია გამოაქვეყნა, რომელიც მესამე მატჩის წინ არის ჩაწერილი.
მისი მიხედვით ირკვევა, რომ ვაშინგტონელმა ჰოკეისტებმა კროსბისთვის ტრავმის მიყენება დაგეგმეს. "პიტსბურგის" კაპიტნის "თავიდან მოცილების" გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღეს - ალექსანდრ ოვეჩკინმა, ნიკლას ბექსტრიომმა, ტომ უილსონმა და მეტ ნისკანენმა, რომელმაც "სისრულეში მოიყვანა განაჩენი".
ბექსტრიომი: "მაშ ასე, როგორ მოვუგოთ ამ ბიჭებს?"
ოვეჩკინი: "ტრავმა მივაყენოთ კროსბის".
უილსონი: "გინდა, რომ ეს მე გავაკეთო?"
ბექსტრიომი: "არა, ძალიან აშკარა იქნება. საჭიროა, ყველაფერი იდეალურად დაიგეგმოს და ამაში გარეული უნდა იყოს ჩვენი ორი ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშე".
უილსონი: "დარწმუნებული ხარ? შემიძლია წავაქციო ის და შემდეგ, მატჩს დავემშვიდობო".
ნისკანენი: "მე გავაკეთებ ამას. მე გავთიშავ სიდს".
ოვეჩკინი: "არა, მოდი მე გავაკეთებ ამას".
ნისკანენი: "არა, მე გავაკეთებ".
ბექსტრიომი: "იქნებ, ორივემ გააკეთოთ ეს?"
ნისკანენი: "მაშ ასე, მე ამას გავაკეთებ მაშინვე, როგორც კი ანგარიშს წავიყვანთ. ან მოგვიანებით, როცა ახლოს ვიქნებით მოგებასთან".
ბექსტრიომი: "არა, გააკეთე ეს თამაშის დასაწყისში, 0:0-ზე. შენ მიიღებ მატჩის ბოლომდე გაძევებას".
ნისკანენი: "ვშიშობ, ეს არ იქნება სწორი, რადგან ისინი ხუთწუთიან რიცხობრივ უპირატესობას მიიღებენ და სამ შაიბას გაგვიტანენ".
ოვეჩკინი: "ერთი პრობლემაა ამ შესანიშნავ გეგმაში".
ნისკანენი: "რომელი?"
ოვეჩკინი: "50 წუთი მოგვიწევს ხუთი მცველით თამაში და იცი, ეს რა საშიშია".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"