ჰოკეი. მსოფლიოს ჩემპიონატი: კანადა ჩამოგდებულია!

AutoSharing Option
შვედეთმა შეწყვიტა კანადის ნაკრების დომინირება მსოფლიო ჰოკეიში და პირველად 2013 წლის შემდეგ, პლანეტის საუკეთესო გუნდი გახდა.

მეორედ მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში, ფინალის ბედი ბულიტების სერიამ გადაწყვიტა. პირველად ეს მოხდა 1994 წელს, როცა კანადამ ფინეთი დაამარცხა. ამჯერადაც, გადამწყვეტ მატჩში ბულიტების სერიის შესრულება კანადას მოუწია, მაგრამ ვერც ერთხელ ვერ აიღო ჰენრიკ ლუნდკვისტის კარი, შვედებმა კი ორი ბულიტის გატანა შეძლეს და ჩემპიონობა იზეიმეს.

რაც შეეხება თამაშის მსვლელობას, გუნდებმა თითქმის თანაბარი რაოდენობის დარტყმები შეასრულეს - 43 კანადას ჰქონდა, 42 - შვედეთს. მაგრამ, 80 წუთში მხოლოდ
ორი შაიბა გავიდა, რადგან მატჩის საუკეთესო მოთამაშეები გახდნენ გუნდების მეკარეები - კანადელი კალ პიკარი და შვედი ჰენრიკ ლუნდკვისტი.

შვედეთს ბოლო წლებში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ჰყავდა ჩაყვანილი მსოფლიოს ჩემპიონატზე. ტურნირი მან ჰოკეის ეროვნული ლიგის 17 ლეგიონერით დაიწყო, რის შემდეგაც "ვაშინგტონიდან" და "რეინჯერსიდან" NHL-ის ორი ვარსკვლავი დაემატა - ნიკლას ბექსტრიომი და მეკარე ჰენრიკ ლუნდკვისტი. სწორედ ეს უკანასკნელი გახდა ბულიტების სერიის გმირი, როცა ოთხი პენალტი მოიგერია და ერთხელაც კანადელებმა ძელს გაარტყეს შაიბა.

მთლიანად მატჩის მსვლელობას თუ გადავხედავთ, კანადას ჰქონდა ოდნავი უპირატესობა. უგოლო პირველ პერიოდში მსოფლიოს ჩემპიონებმა ორი კარგი მომენტი ვერ გამოიყენეს. მეორე 20-წუთეულში ნიკლას ბექსტრიომმა ორი შანსი მისცა მეტოქეს, როცა უხეშობისთვის ორჯერ იყო გაძევებული მოედნიდან. მაგრამ, სწორედ ვაშინგტონელის გაძევებისას, ნიკლას ჰედმანმა მეტოქის კარისკენ მოიგერია შაიბა, რომელიც პიკარს ფეხებს შუა გაუძვრა და ანგარიში გაიხსნა. პერიოდის დასრულებამდე 20 წამი რჩებოდა.

კანადამ ვერ გამოიყენა რიცხობრივი უპირატესობა მესამე პერიოდის სტარტზე, მაგრამ ძალიან მალე ანგარიში მაინც გაათანაბრა, როცა მიტჩ მარნერის დარტყმულს რაიან ო'რაილიმ დაამატა. დარჩენილ დროშიც და ოვერტაიმშიც გუნდები ზედმეტად ფრთხილობდნენ და საქმე ბულიტების სერიამდე მივიდა, რომელზეც ზემოთ მოგიყევით.

მე-3 ადგილისთვის
რუსეთი-ფინეთი 5:3
1:0, 3:1, 1:2
გოლები: 1:0 გუსევი-6 (ანტიპინი-4, ნიჩუშკინი-1), 2:0 ტკაჩოვი-1 (ნიჩუშკინი-2, ზუბი-2), 3:0 გუსევი-7 (პანარინი-13, დადონოვი-5), 4:0 კისელევიჩი-3 (ნამესტნიკოვი-3, ნიჩუშკინი-3), 4:1 რანტანენი-4 (ფილპულა-3), 4:2 ლეჰტონენი-2 (აჰო-8), 4:3 სავინაინენი-3 (რანტანენი-6, აჰო-9), 5:3 კუჩეროვი-7 (გუსევი-7, ბელოვი-3).

ფინალი
კანადა-შვედეთი 1:2 (ბ)
0:0, 0:1, 1:0, 0:0, 0:2
გოლები: 0:1 ჰედმანი-2, 1:1 ო`რაილი-6 (მარნერი-8, მაკინონი-9). (???.) 1:1
ბულიტები გაიტანეს: ბექსტრიომი (შვედეთი), მარნერი (შვედეთი).

გოლი+პასი
არტიომი პანარინი (რუს) 17 (4+13)
ნიკიტა კუჩეროვი (რუს) 15 (7+8)
ნეიტ მაკინონი (კან) 15 (6+9)
ნიკიტა გუსევი (რუს) 14 (7+7)
ვილიამ ნიულანდერი (შვედ) 14 (7+7)

გოლები
ნიკიტა გუსევი (რუს) 7
ნიკიტა კუჩეროვი (რუს) 7
ვილიამ ნიულანდერი (შვედ) 7

პასები
არტიომი პანარინი (რუს) 13
ვადიმ შიპაჩოვი (რუს) 11
ნეიტ მაკინონი (კან) 9
სებასტიან აჰო (ფინ) 9

საუკეთესოები
მეკარე: ანდრეი ვასილევსკი (რუსეთი)
მცველი: დენის ზაიდენბერგი (გერმანია)
ფორვარდი: არტიომი პანარინი (რუსეთი)

სიმბოლური
ვასილევსკი (რუსეთი) - პარეიკო (კანადა), ზაიდენბერგი (გერმანია) - პანარინი (რუსეთი), მაკინონი (კანადა), ნიულანდერი (შვედეთი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული